From : nodisharia@moh.gov.ge
To : maia gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; nkinkladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; ibibilashvili@moh.gov.ge
Subject : RE: 2016-2019 წლების BDD
Cc : dateshidze amirani <adateshidze@moh.gov.ge>; tgvaramadze@moh.gov.ge
Received On : 02.07.2015 13:48

მოგესალმებით,

 

შენიშვნები არ მაქვს.

 

პატივისცემით,

 

 

ნუცი

 

From: maia gotiashvili [mailto:mgotiashvili@moh.gov.ge]
Sent: 2015
წლის 02 07, ხუთშაბათი 17:25
To: nkinkladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; ibibilashvili@moh.gov.ge
Subject: Fwd: 2016-2019
წლების BDD

 


 

 

-----Original Message-----
From: Irine Javakhadze <i.javakhadze@mof.ge>
To: "mgotiashvili@moh.gov.ge" <mgotiashvili@moh.gov.ge>
Date: Thu, 2 Jul 2015 12:36:50 +0000
Subject: 2016-2019 წლების BDD

 

გიგზავნით 2016-2019 წლების BDD დოკუმენტის ტექსტ,

გთხოვთ განიხილოთ , გაიაროთ თქვენი სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და მოგვაწოდოთ ხვალ (03.07,2015) დილის 11:00 საათამდე  თქვენი შენიშვნები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ელექტრონულად დაგვიდასტურეთ რომ არსებული ტექსტი მისაღებია.

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვა 

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ გარანტიებზე ზრუნვის, შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფის, კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის სისტემის განვითარების, საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის და ჯანმრთელობის დაცვის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიზნით:

ü     შრომის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია;

ü     სოციალური დახმარებების, პენსიებისა და სხვადასხვა ფულადი თუ არაფულადი სახელმწიფო (მ.შ. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული)  ბენეფიტების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;

ü     ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება;

ü     შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა; სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების ზედამხედველობის ხელშეწყობა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია;

ü     სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული სწავლების (მომზადება/გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება) მხარდაჭერა, მათი შემდგომი დასაქმების მიზნით და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა;

ü     მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად/შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება;

ü     სამედიცინო საქმიანობის ხარისხისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კონტროლი;

ü     საზოგადოების გარკვეული ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული პროგრამების შემუშავება, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;

ü     ეპიდსაწინააღმდეგო და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შემუშავება და მათზე ზედამხედველობა;

ü     ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის პრევენცია;

ü     სასწრაფო სამედიცინო დახმარების კოორდინაცია.

 

სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა 

            ქვეყანაში სიღარიბის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრა, სოციალური რისკების განეიტრალება და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა ხანდაზმული მოქალაქეებისათვის.

ეფექტიანი და ფინანსურად მდგრადი საპენსიო და სოციალური დახმარების სისტემის განვითარებით მოწყვლადი ჯგუფების საარსებოდ აუცილებელი ფულადი შემოსავლებით და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა;  

            საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხელშეწყობა.

            შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და ალტერნატიული მომსახურებითა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა. ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ასევე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება.

            ორსულობისა და მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემა და დასაქმებულ ქალთა უფლებების გაუმჯობესება.

 

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა

            სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა მეთოდით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდება. „საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის“ ფარგლებში დაზღვევის არმქონე მოსახლეობის უზრუნველყოფა გეგმიური ამბულატორიული, გადაუდებელი ამბულატორიული, გეგმიური  ქირურგიული მომსახურებით, სტაციონარული, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიით და მშობიარობისა და საკეისრო კვეთის სერვისებით.  

            საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, მოსახლეობის იმუნიზაციის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის განხორციელება და ისეთი გადამდები დაავადებების, როგორიცაა მალარია და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გავრცელების კონტროლის, სისხლისა და სისხლის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;

 

            ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ქვეყნის მოსახლეობის სპეცმედიკამენტებით და საკვები დანამატებით უზრუნველყოფა. ასევე, „საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის“ ფარგლებში  მიზნობრივი ჯგუფებისათვის საბაზისო მედიკამენტების და პროგრამის ყველა მოსარგებლის ძვირადღირებული ქიმიო, სხივური და რადიოთერაპიისათვის საჭირო მედიკამენტების მიწოდება;

 

            შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფილი სამედიცინო სერვისების სამომავლოდ სახელმწიფო ხარჯებით ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა.

 

            საქართველოში „C“ ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი უზრუნველყოფის გზით. 

            სამედიცინო განათლების რეფორმის ფარგლებში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროცესის, შესაბამისი შეფასების სისტემების სრულყოფისა და პროფესიული რეგულირების დამატებითი მექანიზმების შემოღების მიზნით საჭირო ღონისძიებებისა და ასევე, უწყვეტი პროფესიული განვითარების ფორმალიზებული სისტემის ამოქმედების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება.

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა

     

            სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯანდაცვითი ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის განახლება, სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტანდარტის უზრუნველყოფა;

          ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია/აღჭურვა, ასევე ახალი სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა.

 

შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა

 

          შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა სწავლებითა და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა;

            შრომის ბაზარზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რეალური მდგომარეობის გამოკვლევა და შესწავლა. შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. არსებული შრომის დაცვის ნორმების გაუმჯობესება/სრულყოფა და ამის საფუძველზე, რეკომენდაციების მეშვეობით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესება;

           მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის შემუშავება და დანერგვა. ინფორმაციის წყაროების გამოვლენა და სრულყოფა დამატებითი კვლევების საფუძველზე. შრომის ბაზრის კომპონენტთა უწყვეტი კვლევა;

            შრომის ბაზრის მონაცემთა ანალიზის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინფორმაციის მომხმარებლამდე დაყვანა. სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

Irine javakhadze

 

Budget Department

Ministry of Finance of Georgia

16 Gorgasali Str, Tbilisi 0114, Georgia

Tel: (+995 32)  2 261 442