| ||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
სარეკომენდაციო წერილი თეონა ცერცვაძე 2015 წლის 6 მარტიდან მუშაობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. იგი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური განწერის, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში; ასევე, სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვის პროცესის კოორდინაციასა და დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებაში; მონაწილეობს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვისა და პასუხის მომზადების პროცესში. მის საკურატოროს განეკუთვნება სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ასევე, პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიისა და ამ ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (ნაერთი) წარდგენაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. ამზადებს სამინისტროს კონტროლის დაქვემდებრებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესყიდვების გეგმების და მათი გახორციელების შესახებ ყოველკვარტალურ ანალიზს. თეონა ცერცვაძე ხასიათდება შემდეგი უნარ-ჩვევებით: პროფესიული მიზანდასახულობით, კომუნიკაბელურობით, ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით, ობიექტურობით, შედეგზე ორიენტირებულობით, შრომისმოყვარეობით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მუდმივი ზრუნვით, საქმის და დროის სწორი განაწილების და გუნდური მუშაობის უნარით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით, რეკომენდაციას ვუწევ ქალბატონ თეონა ცერცვაძეს დაინიშნოს აღნიშნული სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნოე ქინქლაძე |