საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030121552803115

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/46829 29 / ივნისი / 2015 წ.    


სარეკომენდაციო წერილი

 

2014 წლის 2 სექტმბრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ქალბატონი მაია გოტიაშვილი.

მაია გოტიაშვილი გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, პუნქტუალურობით, პროფესიული მიზანდასახულობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, ობიექტურობით და კომუნიკაბელურობით, მას გააჩნია გუნდური მუშაობისა და  შედეგზე ორიენტირებულობის  უნარი.

იგი აქტიურადაა ჩართული სამინისტროსა და დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში, ახორციელებს სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაციას და მართვას; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირებას და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზს; ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში (BDD) სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის ურუნველყოფის მიზნით სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის დეპარტამენტებთან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებულ მუშაობას და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას; სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცის, კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტის პროექტის შემუშავების უზრუნველყოფასა და დასამტკიცებლად წარდგენას; წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის დამტკიცებული ბიუჯეტის  კვარტალური განწერის შედგენას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობის შესაბამისად; საშტატო განრიგის დამტკიცების/საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შეთანხმების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის  პროექტების მომზადებას; სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მათ მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების შეთანხმებას, ასევე, მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმების შეთანხმებას, საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესყიდვების გეგმებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო სახსრების, საკუთარი შემოსავლების და გრანტების ფარგლებში) განსახორციელებელი ცვლილებების/კორექტირების  შეთანხმებას; სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მომდევნო საბიუჯეტო წლის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის გაგზავნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში; კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში. ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვუწევ ქალბატონ მაია გოტიაშვილს, დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, ვინაიდან იგი ფლობს ყველა იმ უნარჩვევას, რომელიც აუცილებელია აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, რის შედეგადაც ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პირობებში შესაძლებელი იქნება სამსახურის დასახული მიზნების ეფექტური შესრულება.

პატივისცემით,                                                                                            

 

ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ნოე ქინქლაძე