From : nkinkladze@moh.gov.ge
To : mgotiashvili@moh.gov.ge
Subject : Fwd: დაზღეული ავტომობილის ზარლის თანხის დატოვება
Received On : 26.07.2016 05:58

-----Original Message----- From: "Vakhtang Chanishvili" To: Date: Mon, 25 Jul 2016 17:06:16 +0400 Subject: დაზღეული ავტომობილის ზარლის თანხის დატოვება ბატონო ნოე მოგესალმებით გიგზავნით წერილის დრაფტს დაზღეული ავტომობილის თანხის დატოვებასთან დაკავშირებით როგორც მოგეხსენებათ 2013 წლის დეკემბერში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად შეიქმნა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ („საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №314 დადგენილება). სსიპ „სსდ ცენტრმა“ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების“ კომპონენტის ფარგლებში, 2014 წლის 1 თებერვლიდან სსიპ - „სსდ ცენტრმა“ ეტაპობრივად (გეგმის მიხედვით) გადაიბარა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. 2014 წლის ბოლოს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ცენტრისათვის შეიძინა 100 ერთეული მაჟალი გამავლობის “Volkswagen T5”-ის ტიპისა და 80 ერთეული “Ford Transit Custom”-ის ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები, რომელთა გადმოცემაც განხორციელდა ეტაპობრივად. აღნიშნული ავტომობილების დაზღვევის მიზნით 2015 წლის თებერვლის თვეში გამოცხადდა ტენდერი SPA150004374, არნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა სადაზღვევო კომპანია კოპენბურმა, 23 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაიზღვა ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები. 2015 წლის 1 აგვისტოს, სუფსის გადასახვევთან, მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთვევაში დაზიანდა ავტომობილი Ford Transit Custom 310 SWB სახ #EM-070-SC. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის ა/რ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #170010815801, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 8 აპრილს ქ. ბათუმის საოლქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანა განაჩენი მოქალაქე შალვა დარჩიას მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ Ford Transit Custom 310 SWB ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი სახ # EM-070-SC საგზაო-სატრანსპორტო შემთვევის დროს იმყოფებოდა დაზღვეული, და მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე აღარ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, სადაზღვევო კომპანია „კოპენბურმა სრულად უზრუნველყო ზარალის ანაზღაურება (გამოაკლდა (დაზიანებული ამტომობილის ღირებულება - ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე). 2016 წლის 11 ივლისს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, სახელმწიფო ხაზინაში, სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების ანგარიშზე გახორციელდა ზარალის ანაზღაურება 48,824.99 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული ავტომობილის შესყიდვა 2014 წელს განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში, სსდ ცენტრის სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხული თანხა უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბერის # 660 დადგენილების „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ # 18 დანართის „სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება“-ს თანახმად ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს ყოველდღიურად 206 სამედიცინო ბრიგადა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისის და ოკუპირებული ტერიტორიებისა). გარდა ამისა სეზონურობიდან და გამოძახებების მატებიდან გამომდინარე რიგ რაიონებში გვიწევს სამედიცინო ბრიგადების დამატება. გამომდინარე იქიდან რომ 2014 წლის შემდგომ ცენტრში განახლდა 200 ერთეული ავტომობილი, კიდევ დგას ავტომობილების საჭიროება. მოგმართავთ თხოვნით, გვიშუამდგომლოთ საქართველოს მთავრობასთან რათა მოხდეს აღნიშნული თანხის სსდ ცენტრში დატოვება, რაც მიმართული იქნება 2-3 მეორადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შესაძენად. პატივისცემით, ვახტანგ ჭანიშვილი ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო