-----Original Message-----
From: გიორგი კვირიკაშვილი
To:
Date: Tue, 20 Sep 2016 03:40:25 +0400
Subject: მიმართვა საჯარო მოხელეებს
ძვირფასო
მეგობრებო,თითოეულ
ჩვენგანს, ვინც სახელმწიფო
სამსახურში ვართ, უდიდესი
პასუხისმგებლობა გვაკისრია
ქვეყნის წინაშე. ყოველი
გადაწყვეტილება, რომელსაც
ვიღებთ, ყოველი ნაბიჯი,
რომელსაც ვდგამთ, ყოველი
ლარი, რომელსაც ვხარჯავთ,
ემსახურება ჩვენი
საზოგადოების ინტერესებს.
სწორედ ამიტომ არის
მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს
საქმიანობაში ზედმიწევნით
დავიცვათ კანონის
მოთხოვნები. კანონის მცირე
დარღვევასაც კი, შეუძლია
მოსახლეობას დააკარგვინოს
სახელმწიფო მოხელეებისა და
ინსტიტუტების მიმართ ნდობა,
რაც დაუშვებელია.
წელს საარჩევნო პერიოდის
გამო პოლიტიკური აქტიურობა
გაზრდილია და
განსაკუთრებული ყურადღებით
უნდა მოვექცეთ საკუთარი
ვალდებულებების
კეთილსინდისიერად და
ეთიკურად შესრულებას.
ჩვენი კანონმდებლობით
დადგენილია მთელი რიგი
წესები, რომლებიც უნდა
დაიცვან საჯარო მოხელეებმა
და თანამდებობის პირებმა
პოლიტიკურ კამპანიაში
მონაწილეობის დროს.
მნიშვნელოვანია, ამ წესებს
ვიცნობდეთ და
ვემორჩილებოდეთ.
გიგზავნით ამ წესებისა და
შეზღუდვების ჩამონათვალს.
გთხოვთ გაეცნოთ და
გაითვალისწინოთ ისინი
თქვენს ყოველდღიურ
საქმიანობაში.
სახელმწიფო სამსახურების
რეპუტაცია თითოეული
ჩვენგანის ხელშია და ყველა
ვალდებული ვართ
გავუფრთხილდეთ მას.
მადლობას გიხდით გაწეული
სამსახურისთვის და
მოგიწოდებთ, ერთად
დავამკვიდროთ
პროფესიონალური, ეთიკური,
კანონმორჩილი საჯარო
სამსახური ჩვენს ქვეყანაში.
პატივისცემით,გიორგი
კვირიკაშვილისაქართველოს
პრემიერ-მინისტრი
________________________
This email was scanned by Bitdefender