From : nkinkladze@moh.gov.ge
To : mgotiashvili@moh.gov.ge
Subject : Fwd: ჯანდაცვის 8 თვის ბიუჯეტის შესრულება
Received On : 09.09.2015 08:37
Attachments :

-----Original Message----- From: Nino Kipiani To: "ibibilashvili@moh.gov.ge" , "nkinkladze@moh.gov.ge" Date: Wed, 9 Sep 2015 07:56:31 +0000 Subject: ჯანდაცვის 8 თვის ბიუჯეტის შესრულება მოგესალმებით, როგორც უკვე მოგახსენეთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იწყებს მიმდინარე წლის - 8 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანალიზს. აღნიშნულ საკითხზე, ბატონი ვალერი კვარაცხელიას სახელზე იგზავნება წერილი. შეთანხმებისამებრ, მეილის საშუალებით წინასწარ გაცნობებთ იმ მოსაწოდებელი ინფორმაციის ჩამონათვალს რომელეიც საჭიროა აუდიტორული სამუშაოებისათვის: ქვევით ჩამოთვლილი საკითხები ეხება სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. 1. 2015 წლის საბიუჯეტო განაცხადები (ელ. ვერსია); 2. 2015 წელს განხორციელებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერა ყველა ცვლილების გათვალისწინებით (ელ. ვერსია); 3. 2015 წლის 8 თვის ბიუჯეტის ასიგნებებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ცნობები (ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობების ელ. ვერსია, შესაბამისი წერილობითი დასაბუთებით); 4. 2015 წლის 6 თვის ფინანსური ანგარიშგების დანართი ფორმები; 5. 2015 წლის 6 თვის ბრუნვითი უწყისი (ელ.ვერსია) 6. 2015 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ცნობა N 2 - დეტალური გაწეული ხარჯების შესახებ ეკონომიკური კატეგორიების მიხედვით (ექსელის ფორმით); 7. 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვის დამტკიცებული გეგმა, ცვლილებებით (ელ.ვერსია); 8. 2015 წლის გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია დანართის მიხედვით (დანართი 1); 9. განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია დანართის მიხედვით (დანართი 2); 10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის N112 ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში; 11. 2015 წლის დამტკიცებული საშტატო განრიგი ცვლილებებით, ასევე 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით გათავისუფლებული თანამშრომლების და ვაკანტური პოზიციების შესახებ ინფორმაცია (დანართი 3); 12. ავტოსატრანსპორტო საშულებების რეესტრი და მათზე გაწეული საწვავის ხარჯის შესახებ ინფორმაცია (დანართები 4, 5); 13. გრანტებისა და კრედიტების შესახებ ინფორმაცია (დანართი 6); გთხოვთ ასევე წარმოადგინოთ სამინისტროს მხრიდან საკონტაქტო პირი რომელიც დაგვეხმარება კომუნიკაციაში. წინასწარ დიდი მადლობა, პატივისცემით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სოციალური სფეროს დეპარტამენტის, წამყვანი აუდიტორი, ნინო ყიფიანი ტელ: 2 43-84-38 (175) მობ: 599 85-80-98