-----Original Message-----
From: levan shoshiashvili
To: "nkinkladze@moh.gov.ge"
Date: Fri, 13 May 2016 11:47:58 +0000
Subject: FW: ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ
ფინანსთა სამინისტრო,
ჰარმონიზაციის ცენტრის
მეშვეობით ახორციელებს
ფინანსური მართვისა და
კონტროლის სისტემის
დანერგვას და განვითარებას
სამინისტროების მასშტაბით.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ
ჩატარებული პირველადი
სტრუქტურული და არსებული
ფინანსური კონტროლის
სისტემების ანალიზის
საფუძველზე შერჩეულ იქნა
ოთხი საპილოტე სამინისტრო,
რომლებშიც 2016 წლის
განმავლობაში დაინერგება
აღნიშნული რეფორმის
პირველი ეტაპი. (ოფიციალურ
წერილს გამოგიგზავნით
ოდნავ მოგვიანებით)
ეს სამინისტროებია:
· საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო
· საქართველოს სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტრო
· საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრო
· საქართველოს შრომის
ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტრო
აღნიშნული რეფორმის
ფარგლებში 18 მაისს მოხდება
OECD/SIGMA - ს ექსპერტებისა და
შერჩეული საპილოტე
სამინისტროების
წარმომადგენლების
შეხვედრა, სადაც განიხილება
სამინისტროების არსებული
სტრუქტურა და შეთანხმდება
სამოქმედო გეგმა. (გთხოვთ
იხილოთ 18 მაისის დღის
წესრიგი).
ამასთან დაკავშირებით,
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ
თქვენი სამინისტროს
სტრუქტურა და საბიუჯეტო
კოდები (ელექტრონული სახით,
სასურველია MS EXCEL და
ინგლისური ვარიანტი)
შეხვედრების ადგილი:
ფინანსთა სამინისტროს
აკადემია. გორგასლის #10
სამინისტროების
წარმომადგენლები:
ფინანსურ/ეკონომიკური/ადმი
ნისტრაციული დეპარტამენტის
უფროსი და მისი მოადგილე.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ
შეხვედრაზე დასწრება.
კითხვების შემთხვევაში
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
უღრმესი მადლობა
თანამშრომლობისათვის!
პატივისცემით,
Levan Shoshiashvili
[download]
Advisor, Public Internal Control Department
Ministry of Finance of Georgia, #16 V. Gorgasali
Street|Tbilisi|0114|Georgia
Cell Phone: +995 591 10 08 13 work : +995 32 226 16 84
e-mail: l.shoshiashvili@mof.ge web:
www.mof.ge