KA030696967956915
 
  #15603
22 / დეკემბერი / 2015 წ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის
უფროსის ხათუნა ზახაშვილის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო ამირან,

 

მოგახსენებთ, რომ  საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და   აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (ჯორჯია, აშშ) დაავადებათა გლობალური გამოვლენის რეგიონალურ ცენტრს  შორის  დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება  პროექტიიმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის შესაძლებლობის გაძლიერება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტების მიერ ჩატარდა ტრეინინგები პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის ფარგლებში პოლიომიელიტის ინაქტივირებული  ვაქცინის დანერგვის შესახებ  და  განხორციელდა იმუნიზაციის დამხმარე ზედამხედველობა მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებში თქვენი ა. წ. 27 აგვისტოს #06-592/მ ბრძანების საფუძველზე.
მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული ტრეინინგები   იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი ექიმებისა და ეპიდემიოლოგებისთვის. სულ ჩატარებული იქნა 100 ერთდღიანი ტრეინინგი, რომელსაც დაესწრო 1471 მსმენელი, რაც დასტურდება მსმენელთა რეგისტრაციის ფორმაში მათი ხელმოწერით. თითოეულ მსმენელს გადაეცა  ტრეინინგის მასალა პრეზენტაციების სახით და ვაქცინა ჰექსაქსიმის  ინსტრუქცია. ტრეინინგზე განხილული იყო შემდეგი ძირითადი საკითხები: პოლიოვაქცინების შესახებ ჯანმო-ს პოზიცია და ჩვენი ქვეყნის  პოლიტიკის შესაბამისობა იმუნიზაციის პროგრამაში, პოლიომიელიტის ინაქტივირებული ვაქცინის უსაფრთხოება, იპვ-ს დანერგვის საფუძველი და ოპვ-ს გამოყენების შეწყვეტა პოლიომიელიტის ერადიკაციის სტრატეგიული გეგმის მე-2 მიზნის დასკვნითი ფაზის მიხედვით, იპვ-ს დანერგვის მიზანშეწონილობა და პროგრამაზე ზეგავლენა მიზანი 2-ის მიხედვით პოლიომიელიტის ერადიკაციის სტრატეგიული გეგმის დასკვნით ფაზაში. ტრეინინგების მიმდინარეობა იყო ინტერაქტიური  და დინამიური.
მუნიზაციის
დამხმარე ზედამხედველობა ჩატარდა 42 მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში - ხარაგაული,  თერჯოლა, ზუგდიდი, აბაშა, მესტია, მარტვილი, ჩხოროწყუ, ფოთი, სენაკი, გარდაბანი, წალკა, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, რუსთავი, ბორჯომი, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ასპინძა, საჩხერე, ჭიათურა, ყვარელი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, გურჯაანი, ყაზბეგი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ახმეტა, დუშეთი, მცხეთა, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, ონი, ხაშური, კასპი. საზოგადოებრივი ცენტრების დონეზე შესწავლილი იქნა იმუნიზაციის დოკუმენტაციის წარმოების ხარისხი, ვაქცინების უსაფრთხოდ შენახვის პირობები და  მისი  უზრუნველყოფა, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების მონიტორინგის დაგეგმვასა და  განხორციელებაზე. განსაკუთრებით ყურადღება იქნა გამახვილებული მონიტორინგის დროს  ვაქცინების უსაფრთხოდ შენახვში გამოვლენილ ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე. 
მიმდინარე წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებლებთან  გამოვლენილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები:
მარტვილის მუნიციპალიტეტი - სოფ. აბედათის ს/ ამბულატორიაში მაცივარი +20-+80C-ის  ფარგლებში ვერ იჭერს ტამპერატურას, და ამიტომ მხოლოდ აცრის დღეს აძლევს სჯც ვაქცინას; სოფ. აგროფირმის ს/ამბულატორიაში მაცივარი არ მუშაობს, და ამიტომ სჯც დროებით სარგებლობაში გადასცა თავისი კუთვნილი მაცივარი;
სენაკის მუნიციპალიტეტი - 12 უბანს არ აქვს მაცივრის თერმომეტრი, და ამიტომ სჯც ძირითადად ვაქცინებს აძლევს აცრის დღეს და დარჩენილ დოზებს კვლავ აბრუნებენ სჯც-ში შესანახად.
აბაშის მუნიციპალიტეტი - სოფ. კეთილარში მაცივარი არ მუშაობს, და  ამიტომ სჯც  ვაქცინებს აძლევს აცრის დღეს და მათი კუთვნილი ვაქცინა ინახება სჯც-ში;
ზუგდიდის  მუნიციპალიტეტი - სოფ. დარჩელის ს/ამბულატორიაში მაცივარი არ მუშაობს, და ამიტომ სჯც დროებით სარგებლობაში გადასცა თავისი კუთვნილი მაცივარი; სოფ. ჩხორიას ს/ამბულატორიაში  არ ჰქონდათ ელ.  გაყვანილობა და სოფლის გამეობამ დაეხმარა პრობლემის მოგვარებაში;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - სოფ. კირცხის ს/ამბულატორისა და რ/საავადმყოფოში   მაცივარი არ მუშაობს, და ამიტომ სჯც დროებით სარგებლობაში გადასცა თავისი კუთვნილი მაცივრები;
მესტიის მუნიციპალიტეტი - სოფ. ხაიშის ს/ამბულატორიაში მაცივარი არის გაფუჭებული და ვაქცინები ინახება საოჯახო ტიპის მაცივარში;
დუშეთი, მცხეთა, კასპი, ხაშური, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები - მონიტორინგის შედეგად 5 სჯდ სამსახური შეფასდა „კარგად“, 1 - „დამაკმაყოფილებლად“ და 1 – „არადამაკმაყოფილებლად“.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ:
- 5 (62,5%) დაწესებულებაში არ წარმოებს იმუნიზაციის აღრიცხვა-ანგარიშგების კომპიუტერული პროგრამა Geovac-ი;
- 1 (12,5%) დაწესებულებაში (ცაგერი) არ არის ჩანაწერები გამხსნელების და შპრიცების მიღება/გაცემის შესახებ  2.6 ჟურნალში;
 - 1 (12,5%) დაწესებულებაში (ლენტეხი) არ წარმოებს ვაქცინების წლიური საჭიროების გათვლის ფორმა;
1.                  სამოქმედო ტერიტორიებზე განლაგებული დაწესებულებების 40%-ში ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ არ განხორციელებულა მონიტორინგი;
2.                  2015 წლის განმავლობაში დაწესებულებებში ადგილობრივი სპეციალისტების მონიტორინგისას გამოვლენილია (მცხეთისა და ხაშურის სამსახურების მიერ) უსაფრთხო იმუნიზაციის ხელშემშლელი 2 გარემოება: ელექტროენერგიის არ არსებობა და ვაქცინის ფლაკონზე გახსნის ზუსტი დროის  დაუფიქსირებლობა. (პირველ შემთხვევაში პრობლემის შესახებ მიწერილია გამგეობისადმი, მეორე შემთხვევაში მითითება გაცემულია ადგილზე).
3.                  ადგილებზე არსებული ვაქცინების მარაგების შენახვის პირობები დარღვეული არ ყოფილა, თუმცა გამოვლინდა ვაქცინები ფთი-ს  II, III და IV სტადიი.:

 

დოზების რაოდენობა

ფთი- II ფაზა

ფთი- III ფაზა

ფთი- IV ფაზა

OPV

MMR

OPV

MMR

OPV

მცხეთის სჯ


722




ლენტეხის სჯ

100


40


120

ცაგერის სჯ

210

790


200


ამბროლაურის სჯ

150





ონის სჯ

50





კასპის სჯ

480





დუშეთის სჯ


148




 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 19 პროვაიდერი (18 ფიზიკური პირი და 1 რეგ.ჯანდაცვის ცენტრი). მაცივრებით აღჭურვილია ყველა, აქედან 1 მაცივარი გაუჭებელია (სოფ.ლაშე). მონიტორინგი ხორციელდება გეგმიურად ყველა პროვაიდერთან, სჯც-ში არის 5 მაცივარი და ერთი საყინულე. გამართულ და მუშა მდგომარეობაშია 4 მაცივარი და 1 საყინულე , 1 მაცივარი გაფუჭებულია. ტემპერატურის დარღვევა დაფიქსირდა ერთ მაცივარში,  სადაც ფრიჯ-თაგის  მიხედვით ერთი ღამის განმავლობაში T იყო 14 0 C, რამაც გამოიწვია ვაქცინების გაუვარგისება და ჩამოწერა (160 დ ოპვ, 102დ პნევმო, 90დ როტა, 70 დ წწყ ). მიეცათ რეკომენდაცია მკაცრად აკონტროლონ მაცივრებში ტემპერატურა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 22 პროვაიდერი - 21 ფიზიკური პირი (17 უბანი) და 1 ევექსი. მაცივრებით აღჭურვილია ყველა უბანი, აქედან ზ.საზანოში/ბარდუბანში დენის არ ქონის გამო მაცივარს ვერ ამუშავებენ. გაკეთდა მიწერილობა გამგეობაზე , მიმდინარეობს მუშაობა შენობის საკუთრების შესახებ. მონიტორინგი ხორციელდება გეგმიურად ყველა პროვაიდერთან, სჯც-ში არის 5 მაცივარი და ერთი საყინულე. გამართულია ყველა და მუშა მდგომარეობაშია 3 მაცივარი და 1 საყინულე. ტემპერატურის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებებში არ არის ელექტროენერგია და გაზი, რის გამოც ვაქცინები დაწესებულებებში არ ინახება. ვაქცინები  სჯ ცენტრიდან გააქვთ ცივი ყუთით აცრის დღეს და ზოგიერთ შემთხვევაში  ბავშვების აცრები ხორციელდება ბინაზე;
ახმეტის მუნიციპალიტეტში ჯოყოლას და დუისის ს/ა ვაქცინები არ ინახება სამედიცინო დაწესებულებაში და ვაქცინები  სჯ ცენტრიდან გააქვთ ცივი ყუთით აცრის დღეს, შპს „ უნიმედი“ სამედიცინო დაწესებულების მაცივარში   ტემპერატურა  + 2 C  - +8 C   არ ნარჩუნდება;
ელავის მუნიციპალიტეტში 3 დაწესებულებას მაცივარი არ აქვს;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთერთ დაწესებულებაში  წწყ ვაქცინის ფთი-ს ჩვენება იყო მე-4 სტადიაში და  დტ ვაქცინის გახსნილ ფლაკონზე არ იყო მითითებული გახსნის თარიღი, რის გამოც ვაქცინა ამოღებული იქნა მაცივრიდან და განადგურებული.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არ იყენებენ გახსნილი ფლაკონის პოლიტიკას, რის გამოც ვაქცინის დანაკარგის მაჩვენებელი არის მაღალი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მელაანის, ყიტაანის და მუკუზანის საექიმო ამბულატორიებში არ არის მაცივრები. ვაქცინები გააქვთ აცრის დღეს თერმოკონტეინერით.  სოფ. ბაკურციხეში არ იყენებენ გახსნილი ფლაკონის პოლიტიკას, რის გამოც ვაქცინის დანაკარგის მაჩვენებელი არის მაღალი.
ვანის, ბაღდათის და ოზურგეთის მუნიციპალური სჯ ცენტრების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად პრობლემები არ გამოვლენილა.
ჩვენს მიერ გამოვლენილი ხარვზები:
სჯც  მიერ ვაქცინის მიღების დროს ფთი-ის ჩვენება არ მოწმდება და არ ფიქსირდება  ვაქცინების მიღების ფაქტურაში;  მაცივარში ინახებოდა ვაქცინები მე-2 სტადიის ფთი-ის ჩვენებით, თუმცა იმის დადგენა თუ რომელ დონეზე მოხდა ინდიკატორის ფერის შეცვლა ვერ მოხერხდა. ტემპერატურული აღრიცხვის ფურცლისა და ელექტრონული ტერმომეტრების ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობს ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმები. ზოგიერთ სჯც-ში  მაცივრები არ სუფთავდება რეგულარულად, რის გამოც შეიმჩნევა სინესტის ნიშნები. ჩანაწერების მიხედვით ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა  არ ფიქსირდებოდა.
შენიშვნები და რეკომენდაციები:
სჯც  მიერ ვაქცინის მიღების დროს უნდა შემოწმდეს თითოეული სახეობის ვაქცინის ფთი-ის ჩვენება და დაფიქსირდეს  ვაქცინების მიღების ფაქტურაში; ესაჭიროებათ უნარ-ჩვევების გარღმავება სამაცივრე დანადგარების მოვლის საკითზებზე. ფთი-ის III და IV სტადიის მქონე ვაქცინები უნდა  განადგურდეს; უნდა მოხდეს ასაცრელი მასალების მიღება-ხარჯვის სრულყოფილი და კორექტული წარმოება; უნდა არსებობდეს ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმა.

 

პატივისცემით,

 

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი
ხათუნა ზახაშვილი