KA030642162195715
 
  #7319
18 / ივნისი / 2015 წ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს

იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ლია ჯაბიძის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო ამირან,

მოგახსენებთ, რომ  საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და   აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (ჯორჯია, აშშ) დაავადებათა გლობალური გამოვლენის რეგიონალურ ცენტრს  შორის  დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება  პროექტი „იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის შესაძლებლობის გაძლიერება“, დაგეგმილია იმუნიზაციის დამხმარე ღონისძიებების განხორციელება აცრებით მოცვის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით.

აცრებით მოცვის მაჩვენებლების ანალიზმა გვაჩვენა, რომ  კონკრეტული პერიოდისათვის მუნიციპალიტეტების/ქალაქების გარკვეულ ნაწილს მოცვის მაჩვენებელი დყტ კომპონენტიანი ვაქცინის მიმართ დაბალი აქვთ ზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით (40-42%) და სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის მათ გაუჭირდებათ მოცვის სათანადო მაჩვენებლის მიღწევა (> 90%). აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით,  ამ  მუნიციპალიტეტებიდან შერჩეული იქნა ადმინისტრაციული ერთეულები, სადაც  1 წლამდე  და ზედა ასაკის ბავშვთა კონტინგენტი  (2 წელი, 5 წელი)  აქვთ მაღალი  და განსაკუთრებით ჭირდებათ კვალიფიცირებული დახმარების გაწევა სიტუაციის გამოსწორების მიზნით.

ბავშვთა კონტინგენტი 2015 წელს წარმოიდგენილი #1.2 ფორმის მიხედვით

 

მუნიციპალიტეტი

1 წლამდე

1-2 წლამდე

5 წელი

ჯამური

1

მარნეული

1680

1680

1705

5065

2

გორი

1870

1870

2095

5835

3

ქარელი

489

513

540

1542

4

სამტრედია

715

715

735

2165

5

ხონი

223

223

276

722

6

ზესტაფონი

887

887

830

2604

7

წყალტუბო

489

489

518

1496

8

ახმეტა

435

435

441

1311

9

ლაგოდეხი

622

622

614

1858

10

წალენჯიხა

277

277

309

863

11

ხობი

378

378

373

1129

 













დამხმარე ზედამხედველობის ვიზიტების პერიოდში ცენტრის სპეციალისტების მიერ პირველადი დონის დაწესებულებებში  შემოწმდება:

-         ბავშვთა კონტინგენტი და აცრებით მოცვის მაჩვენებლები ძირითადი ანტიგენების მიმართ;

-         მონაცემთა რეგისტრაციის ხარისხი და სიზუსტე;

-         უსაფრთხო იმუნიზაციის წესების დაცვა  და ვაქცინის ადმინისტრირება, მეთოდი, დოზირება, ვაქცინაციის კაბინეტის მოწყობა, არსებული სიტუაცია ვაქცინების უსაფრთხო შენახვასა და ტრანსპორტირებასთან მიმართებაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არასრულად და/ან არავაქცინირებული ბავშვების გამოვლენას არსებული სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ( ფ. #63, ფ. #112) და მათთვის ვაქცინაციის ინდივიდუალური კალენდრის შედგენას ასაკის და ჩატარებული აცრების  მიხედვით.   შემდგომში ინდივიდუალური კალენდრის მიხედვით  კონკრეტული ბავშვის ვაქცინაციას განახორციელებს ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი  და შესრულებაზე კონტროლი დაევალება ადგილობრივი მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების სპეციალისტებს 3 თვის განმავლობაში.

იმუნიზაციის დამხმარე ზედამხედველობა ჩატარდება სპეციალური კითხვარის საშუალებით  (დანართი 1). მოხსენებით ბარათს ასევე თან ერთვის ბავშვთა ინდივიდუალური კალენდარი და სახელობითი სია (დანართი2).

გთხოვთ, ცენტრის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ ბრძანების  პროექტის მომზადება და სპეციალისტებისათვის  ანაზღაურების სრული გაცემა   მივლინების დაწყებამდე პროექტით „იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის შესაძლებლობის გაძლიერება,  (GDD)“, დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად (დანართი 3).

 სამმართველოს უფროსის არყოფნის პერიოდში 23/06-27/06-ის ჩათვლით  მის მოვალეობას შეასრულებს უფროსი სპეციალისტი  ნონა ბერაძე, ხოლო 06/07 -  20/07-ის  პერიოდში უფროსი სპეციალისტი  თ. კომახიძე.

 

 პატივისცემით,


 

იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
ლია ჯაბიძე