სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030609948088713*
KA030609948088713
12 / ივლისი / 2013 წ. თბილისი #06-92/ო
სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათაკონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მეთოდური–საინფორმაციო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურების ორგანიზების სრულყოფის მიზნით,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის #107/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის, „გ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თანდართული მეთოდური–საინფორმაციო ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია).

2. ამ ბრძანებით დამკიცებული ინსტრუქციის ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს ტარიელ ჭანტურიძეს.

3. ეს ბრძანება თანდართული ინსტრუქციით დაეგზავნოს ცენტრის ყველა სტრუქტურულ ერთეულს.

4. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) კანონმდებლობით დადგენილის წესით ერთი თვის ვადაში.

 

სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე