,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „კლინიკური
პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა
მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და
დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 27 მარტის N94/ნ ბრძანების პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეიქმნას „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭო“ (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ბერძული - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) მარინა დარახველიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნათია ნოღაიდელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;
დ) ნანა კალმახელიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი, საბჭოს წევრი;
ე) გია თვალავაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, საბჭოს წევრი;
ვ) ლევან ფერაძე - შპს - საოჯახო მედიცინის ქართულ - ამერიკული კლინიკა „მედიქალ ჰაუსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ა(ა)იპ ასოციაცია „ბავშვთა ქირურგები სიცოცხლისათვის“ პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
ზ) მარინე ეზუგბაია - სს
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
სამკურნალო დარგში, საბჭოს წევრი;
თ) ზაზა სინაურიძე - ა(ა)იპ პერინატალური ასოციაციის თავმჯდომარე, კლინიკის „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ სამედიცინო დირექტორი, საბჭოს წევრი;
ი) რიმა ბერიაშვილი - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, საბჭოს წევრი;
კ) ზაზა ბოხუა - სსიპ
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი
სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის
დირექტორი, ა(ა)იპ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის მდივანი, საბჭოს წევრი;
ლ) მამუკა ჩხაიძე - ა(ა)იპ საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
მ) დავით მეტრეველი - ა(ა)იპ საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ნ) ფრიდონ თოდუა - ა(ა)იპ საქართველოს
რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, შპს „კლინიკური მედიცინის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ო) ვლადიმერ კუჭავა - ა(ა)იპ საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
პ) ირინა ქაროსანიძე - ა(ა)იპ საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;
ჟ) თენგიზ ასათიანი - ა(ა)იპ
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სსიპ თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეპროდუქციული ჯანმრთელობის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
რ) ნიკოლოზ კინტრაია - ა(ა)იპ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ს) მაია ბუწაშვილი - შპს - კლინიკა „ნეოლაბის" კლინიკური განყიფილების ხელმძღვანელი, ა(ა)იპ ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი, საბჭოს წევრი;
ტ) გიორგი ინგოროყვა - ა(ა)იპ საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
უ) თამარ ანთელავა - კორპორაცია „ევექსის" სამედიცინო ქსელის სამეანო სამსახურის უფროსი, ა(ა)იპ მეან–გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი, საბჭოს წევრი;
ფ) არჩილ ჩხოტუა - ა(ა)იპ საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, საბჭოს წევრი;
ქ) გივი ჯავაშვილი - ა(ა)იპ საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის გამგეობის წევრი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ღ) ნოდარ ლომიძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სარეზიდენტო პროგრამის „ზოგადი ქირურგია“ პროგრამ - დირექტორი, საბჭოს წევრი;
ყ) ლადო წიქარიშვილი - შპს - „ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის“ ნეიროქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, შპს „ლანცეტის“ ნეიროქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
შ) ეკა კანდელაკი - ა(ა)იპ პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირი
„ალტერნატივა“, სს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს
ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ჩ) ივანე ჩხაიძე - ა(ა)იპ საქართველოს
რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, სს მ.იაშვილის სახელობის
ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, საბჭოს წევრი;
ც) თენგიზ წულაძე - შპს კლინიკა „კურაციოს“ კლინიკური დირექტორი, საბჭოს წევრი;
ძ) თამაზ შაბურიშვილი - შპს - „თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის“ ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
წ) თამარ გაბუნია - ა(ა)იპ საქართველოს
საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის დამფუძნებელი, შპს უნივერსითი
რისერჩ კოს (University Research Cо -ს) წარმომადგენლობა
(საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი) საქართველოში დირექტორი, საბჭოს
წევრი;
ჭ) ხათუნა ლომოური - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის №1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ახალშობილთა რეანიმაციის ექიმი, საბჭოს წევრი;
ხ) კახა ჭელიძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა №1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ჯ) კონსტანტინე ყიფიანი - ა(ა)იპ საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის გამგეობის წევრი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ჰ) ალექსანდრე ცისკარიძე - სსიპ
- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ა(ა)იპ საქართველოს ინსულტის
ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
ჰ1) მიხეილ ოკუჯავა - შპს
- „ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ რადიოლოგიის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შპს „კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის“ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილების სამეცნიერო
ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ჰ2) გიორგი კაჭარავა - ა(ა)იპ საქართველოს კარდიოლოგთა კოლეგიის პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ მოზრდილთა კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი კარდიოლოგი, საბჭოს წევრი;
ჰ3) გიორგი პაპიაშვილი - ა(ა)იპ „ჯო
ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგიის სამსახურის
ხელმძღვანელი, ა(ა)იპ საქართველოს გულის რითმის ასოციაციის პრეზიდენტი,
საბჭოს წევრი;
ჰ4) ქეთევან გარსევანიშვილი - ა(ა)იპ საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი.
2. კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) თემატური განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია, საბჭოს წევრის სტატუსით თემატურ ჯგუფებში მონაწილეობის მიზნით, მოიწვიოს და საკონსულტაციო პროცესში ჩართოს სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები, სამინისტროს ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. საბჭოს ფუნქციები:
ა) საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს სხდომების მეშვეობით;
ბ) საბჭო იკრიბება საჭიროების შემთხვევაში;
გ) სხდომაზე მოწვეული უნდა იყოს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებდეს მისი უფლებამოსილი პირი.
დ) გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა;
ე) საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით. ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
4. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საბჭოს საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
გ) ანაწილებს ფუნქციებს საბჭოს წევრებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობებია:
ა) აქტიური მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;
ბ) ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას;
გ) დროულად მიიღოს საბჭოს სხდომაზე მოწვევა;
დ) დააყენოს საკითხი, ინიციატივა სამდივნოსთან შეთანხმებით, კენჭისყრაზე;
ე) მიიღოს ინფორმაცია საბჭოს საქმიანობის შესახებ;
ვ) დამატებითი სხდომის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს სამდივნოს.
ზ)საბჭოს თავმჯდომარის/მოადგილის/სამდივნოს მიმართვის საფუძველზე შეასრულოს ტექნიკური და საექსპერტო სამუშაო საბჭოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
თ) მიწვევის შემთხვევაში აქტიურად ითანამშრომლოს თემატური ჯგუფების მუშაობაში;
ი) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცალკეული საკითხის განხილვაში, მათ შორის ელექტრონული მიმოწერის ფორმატში.
6. საბჭოს წევრის სტატუსის გაუქმება ხდება მისი წერილობითი მომართვის საფუძველზე ან საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭოს წევრი წლის განმავლობაში არ დაესწრება სხდომათა 51%-ს.
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 ნოემბრის №01-309/ო ბრძანება.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი

დავით სერგეენკო