KA021746263184018
თბილისი 0108, თ.ჭოველიძის ქ.10ა
ტელ:(+995 32)2 98 11 11
info@nasp.gov.ge
10a T.Chovelidze Str.,0108 Tbilisi,Georgia
Tel: (+995 32)2 98 11 11
info@nasp.gov.ge

N4/7848

12 / თებერვალი / 2018 წ.
შპს „გია ჭკუასელის კლინიკას“
მის: ქ. თბილისი, ჯანაშვილის ქ. 5-7, ბინა 17
შპს ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა
ჰელსიკორს
ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. N13




სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში (შემდეგში - სააგენტო) შპს „გია ჭკუასელის კლინიკის“ (შემდეგში - მყიდველი/კომპანია) მიერ წარმოდგენილი 18.12.2017 წლის  წერილების (სააგენტოს რეგ. N114288/05 და N114286/05) და შპს „ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორ“ (შემდეგში - ჰელსიკორი) მიერ წარმოდგენილი  08.01.2018 წლის 01/13 წერილის (სააგენტოს რეგისტრ N1745/ფ) პასუხად გაცნობებთ, რომ ხსენებულ წერილებში დასმული საკითხი  განხილული იქნა „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებით შექმნილი, სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდეგში - კომისია) 2018 წლის 22 იანვრის49 სხდომაზე.

კომისიის რეკომენდაციით, საქმეში არსებული ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაძლებლად იქნა მიჩნეული, „სახელმწიფო ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 02 ივნისის N356 განკარგულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობების დადგენა:

  • არუგვიანეს  31.12.2020 წლისა გადაცემულ ქონებაზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების დასრულება, აღჭურვა და საპრივატიზებო ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირების დაწყება;
  • ხსენებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • ზემოაღნიშნული საპრივატიზებო პირობ(ებ)ის შესრულებიდან საპრივატიზებო ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა 10 (ათი) წლის განმავლობაში;
  • შპს „გია ჭკუასელის კლინიკას“  გათავისუფლება შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან (გარდა 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა) ზემოაღნიშნული საპრივატიზებო პირობების შესრულების პირობით.

ზემოხსენებულ პირობებზე შპს „გია ჭკუასელის კლინიკის“ თანხმობის შემთხვევაში, სააგენტო, გეგმავს განახორციელოს კანონით გათვალისწინებული  ღონისძიებები, რათა აღნიშნული საკითხი წარდგენილ იქნას საქართველოს მთავრობის წინაშე შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად.

გთხოვთ, წინამდებარე წერილის/შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სააგენტოში წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია კომისიის ზემოაღნიშნულ რეკომედაციასთან დაკავშირებით. ამასთან, გაცნობებთ, რომ ზემოთ მითითებულ ვადაში შემოთავაზებულ პირობებზე უარის ან დადგენილ ვადაში თანხმობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ძალაში დარჩება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შესაბამისად, ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის  შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად „გამყიდველისათვის“ მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

აქვე გაცნობებთ, რომ კომისიის გადაწყვეტილება ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. ამასთან, ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, წინამდებარე წერილი არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც საქართველოს მთავრობის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის გარანტია და კომპანიის მიერ არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად, რომელიც შეიძლება გახდეს შპს „გია ჭკუასელის კლინიკის კანონიერი ნდობისა და აქედან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ან/და სხვა მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი.

 

სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
ეკატერინე სისაური