| ||||||||
საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
ავსტრიის პოლიციის ატაშეს ოფისის მეკავშირე ოფიცერს კარლჰაინც გორტანოს | ||||||||
ბატონო გორტანო, თქვენი 2018 წლის 23 აპრილის N18MA110-GE-004 წერილის პასუხად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ ონკოლოგიურ პაციენტთა (მათ შორის, ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე) მკურნალობა კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები – წლიური ლიმიტით 12 000 - 15 000 ლარის ფარგლებში, უზრუნველყოფილია "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მიხედვით და ითვალისწინებს 80-90-100%-ით თანაგადახდას სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებულია გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, ონკოქირურგიული ოპერაციები) და გეგმურ-ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტით 15 000 ლარი და ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 70-100%-ით თანაგადახდას სახელმწიფოს მხრიდან. აღსანიშნავია, რომ "რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N 331 დადგენილების თანახმად, სამედიცინო დახმარების მოცულობა განისაზღვრება აღნიშნული კომისიის მიერ ინდივიდუალურ რეჟიმში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და ანალიზის შედეგად და განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 30%-დან 70%-მდე, კომისიის სხდომის ბიუჯეტისა და სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო თანხების მიხედვით, არაუმეტეს 10 000 ლარისა. კომისია ტარდება რეგულარულად, თვეში 2-ჯერ. ამასთან, კომისიის მიერ არ განიხილება შესრულებული სამუშაოსა და უკვე გადახდილი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი. პატივისცემით,
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სოფიკო ბელქანია |