|
||||
|
||||
|
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ქალბატონ სოფიკო ბელქანიას |
||||
|
|
||||
|
ქალბატონო სოფიკო, სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა თქვენი 2018 წლის 19 ივნისის N01-13714 წერილით გადმოგზავნილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წერილი, რომელიც ეხება მიმდინარე წლის სექტემბერში სტატისტიკის ეროვნული სისტემის ყოვლისმომცველი (გლობალური) შეფასების მიზნით, დაგეგმილ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ვიზიტს საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ წერილში მოთხოვნილი ინფორმაცია შეეხება სტატისტიკური ინფორმაციის მიმწოდებლების საქმიანობას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აღნიშნული წერილი განხილულ იქნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ადმინისტირირებას სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
პატივისცემით,
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თეა გვარამაძე |