| From : | Everyone@moh.gov.ge |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | [Everyone] უსინათლო მუსიკოსთა ჯგუფის კონცერტი |
| Received On : | 23.01.2018 06:44 |
ძვირფასო კოლეგებო,
უსინათლო მუსიკოსთა ჯგუფი "რელიქვია გიწვევთ საიუბილეო სოლო კონცერტზე "თანამედროვე ფოლკლორის ზეიმი".
ჯგუფი "რელიქვია" ინტეგრირებულია, იგი შედგება ოთხი უსინათლო და ერთი მხედველობის პრობლემის არმქონე მუსიკოსისგან.
მომღერლები ბასგიტარის, სინთეზატორის, დასარტყამი და ფანდურის თანხლებით ასრულებენ ქართულ სიმღერებსა და კომპოზიციებს.
ჯგუფის მიზანია ქართული სიმღერის პოპულარიზაცია, მათი მუსიკალური შესაძლებლობების რეალიზება.
კონცერტი გაიმართება მიმდინარე წლის 31 იანვარს 19 საათზე გარდენჰოლში, მისამართი აღმაშენებლის 73, ბილეთის ფასი 8 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 551 16 47 49; 593 16 47 48