| From : | Elza Telia <etelia@moh.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | ავსტრიის პოლიციის ატაშეს |
| Cc : | Tamar Barkalaia |
| Received On : | 14.03.2018 13:21 |
ბატონო
კარლჰაინც,
თქვენს
წერილთან
დაკავშირებით,
გაწვდით
ინფორმაციას
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
კომპეტენციის
ფარგლებში,
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის
ჯანდაცვის
და
სოციალური
მიმართულებით
არსებული
სერვისების
შესახებ.
კერძოდ,
გაცნობებთ,
რომ
სახელმწიფო
უსინათლო
და
მცირედმხედველ
შშმ
პირებს
უზრუნველყოფს
სოციალური
პაკეტით
განსაზღვრული
თანხით
ყოველთვიურად.
ამასთან,
ასეთ
პირებს,
მათ
შორის
მხედველობის
გამო
მნიშვნელოვნად
გამოხატულ
შშმ
პირებს
დანარჩენი
სხვა
შეზღუდვის
მქონე
მნიშვნელოვნად
გამოხატული
შშმ
პირებისგან
განსხვავებით,
საჯარო
საქმიანობის
განხორციელების
შემთხვევაში,
სოციალური
პაკეტის
მიღების
უფლება
არ
უწყდებათ. ,,სოციალური
რეაბილიტაციისა
და
ბავშვზე
ზრუნვის
სახელმწიფო
პროგრამის“
დამხმარე
საშუალებებით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის
ფარგლებში
ხორციელდება
უსინათლოთა (თეთრი)
ხელჯოხებით
უზრუნველყოფა,
ხოლო
ანოფთალმისა
და
მიკროფთალმის
მქონე
პირებისთვის -
თვალის
პროთეზირება.
აქვე,
დამატებით
გაცნობებთ,
რომ
სოციალური
დეპარტამენტი
კომპეტენციას
მიკუთვნებული
საკითხების
ფარგლებში
აქტიურად
თანამშრომლობს
ყველა
იმ
დაინტერესებულ
ორგანიზაციასთან,
რომლებიც
მუშაობენ
ან
აწუხებთ
შშმ
პირებთან
დაკავშირებული
საკითხები.
მათ
შორის
არიან
შემდეგი
არასამთავრობო
ორგანიზაციები: ,,საქართველოს
უსინათლოთა
კავშირი“, ,,ჰერა -
აფხაზეთის
უსინათლოთა
და
ყრუ-მუნჯთა
კავშირი“, ,,უსინათლოთა
და
მცირემხედველთა
რეაბილიტაციის
ცენტრი-
მომავალი
იწყება
დღეს“
და
სხვა.
ასევე,
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისთვის,
საყოველთაო
ჯანდაცვის
სახელმწიფო
პროგრამის
ფარგლებში
გათვალისწინებულია
გეგმური
და
გადაუდებელი
ამბულატორიული,
ასევე
სტაციონარული
მომსახურების
ხარჯების
ანაზღაურება
შესაბამისი
ლიმიტის
გათვალისწინებით.
ამასთან,
გეგმური
ამბულატორიული
მომსახურების
ფარგლებში
პროგრამით
იფარება
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა (შშმპ)
სოციალური
ექსპერტიზისათვის,
კერძოდ,
შშმპ-ის
სტატუსის
მისანიჭებლად
საჭირო
გამოკვლევები,
გარდა
მაღალტექნოლოგიური
გამოკვლევებისა (კომპიუტერული
ტომოგრაფია
და
ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული
გამოკვლევები)
დანართი 5-ის
შესაბამისად.
ამასთან,
იმ
მომსახურების
ხარჯების
ანაზღაურება,
რომლებიც
არ
იფარება
სახელმწიფო
პროგრამის
ფარგლებში,
შესაძლებელია
განხილული
იქნას ,,რეფერალური
მომსახურების”
ფარგლებში
შესაბამისი
სამედიცინო
დახმარების
გაწევის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღების
მიზნით
შექმნილი
კომისიის
მიერ.
აღნიშნულ
კომისიაზე
განსახილველად
განცხადებას თან
უნდა
ახლდეს:
სამედიცინო
დაწესებულების
მიერ
მიმდინარე
წელს
გაცემული
ცნობა
პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შესახებ (ფორმა№IV-100/ა);
სამედიცინო
დაწესებულების
მიერ,
ასევე
მიმდინარე
წელს
გაცემული
ანგარიშ-ფაქტურა
და
კალკულაცია (დედანი),
ან
მედიკამენტების
მოთხოვნის
შემთხვევაში
სამედიცინო
დაწესებულების (აფთიაქის)
მიერ
გაცემული
ანგარიშ-ფაქტურა (დედანი)
საჭირო
მედიკამენტების
თაობაზე;
მაძიებლის/წარმომადგენლის
პირადობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ასლი;
სოციალური
კატეგორიის (სოციალურად
დაუცველი,
დევნილი,
შეზღუდული
შესაძლებლობის
სტატუსის
მქონე
პირი,
პენსიონერი
და
სხვ)
დამადასტურებელი
მოწმობის
ასლი (ასეთის
არსებობის
შემთხვევაში).
კომისია,
სათანადო
მონაცემების
ანალიზის
შემდეგ,
განიხილავს
მაძიებლისათვის
დაფინანსების
გაცემის
შესაძლებლობას
და
განსაზღვრავს
დაფინანსების
მიზანშეწონილობას.
რაც
შეეხება,
მედიკამენტებთან
დაკავშირებულ
საკითხებს,
სამედიცინო
საქმიანობის
სახელმწიფო
რეგულირების
სააგენტოს
ინფორმაციის
შესაბამისად,
გაცნობებთ,
რომ
ფარმაცევტული
პროდუქტი
სავაჭრო
დასახელებით „Oftagel“ (აქტიური
სუბსტანცია: Carbomer),
დღეის
მდგომარეობით,
რეგისტრირებულია
საქართველოს
ფარმაცევტულ
ბაზარზე. (იხ.
დანართი №1)
ფარმაცევტული
პროდუქტი
სავაჭრო
დასახელებით „World medicine dextran“,
არ
არის
რეგისტრირებული
საქართველოში,
ხოლო
აქტირური
სუბსტანციით dextran
და
მათ
შორის World Medicine Ilac San Ve Tic. A.S.-ის
წარმოების
ოფთალმოლოგიური
საშუალებების
ჩამონათვალი
იხ.
დანართი №2-ის
სახით.
ფარმაცევტული
პროდუქტი
სავაჭრო
დასახელებით „Hyaluronic serum“,
არ
არის
რეგისტრირებული
საქართველოში.
ფარმაცევტული
პროდუქტი
სავაჭრო
დასახელებით „Zoloft“ (აქტიური
სუბსტანცია: Sertraline),
დღეის
მდგომარეობით,
რეგისტრირებულია
საქართველოს
ფარმაცევტულ
ბაზარზე. (იხ.
დანართი №3).
ამასთან,
საქართველოში
რეგისტრირებული
ოფთალმოლოგიური
საშუალებების
ჩამონათვალი
იხ.
დანართი №4-ის
სახით.
რაც
შეეხება
ფარმაცევტული
პროდუქტების
საბაზრო
ფასს,
აღნიშნულის
შესახებ
სააგენტო
არ
ფლობს
ინფორმაციას,
ვინაიდან
იმპორტიორებსა
და
დისტრიბუტორებს
კანონმდებლობით
არ
აქვთ
ვალდებულება
მის
შესახებ
სააგენტოში
ინფორმაცია
წარმოადგინონ.
ასევე
გაცნობებთ,
რომ
საქართველოში
რეგისტრირებული
ფარმაცევტული
პროდუქტების
შესახებ
ინფორმაცია
განთავსებულია
სსიპ
სამედიცინო
საქმიანობის
სახელმწიფო
რეგულირების
სააგენტოს
ოფიციალურ
ვებ-გვერდზე
http://pharmacy.moh.gov.ge/.
პატივისცემით,
მინისტრის
მოადგილე