From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : ედარავონის შესახებ
Received On : 22.02.2018 08:56

სოფო,

ეს არის პრეპარატი ედარავონი, რომელიც საქართველოში არ არის რეგისტრირებული და მიმსგავსებული პრეპარატიც კი არასოდეს ყოფილა შემოსული და ასევე იგი გამოიყენება მხოლოდ იაპონიაში, ინსულტის საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული პრეპარატის საქართველოში რეგისტრაციისათვის პირველ რიგში მწარმოებელმა კომპანიამ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ნებართვების სამსახურში უნდა წამოადგინოს ეს პრეპარატი მინიმუმ ორი ცალი მაინც თავისი ანოტაციით, იმპორტის უფლებით და თუ პრეპარატი შეიცავს ნარკოტიკულ რაიმე საშუალებას მაშინ ის უნდა იყოს სპეცკონტროლს დაქვემდებარებული. მოკლედ პირველი ნაბიჯი დაიდგმება შემოტანილი განცხადებით, და როდესაც შეხვდება რეგისტრაციის სამმართველოს შემდგომში რა დოკუმენტაცია იქნება საჭირო ეტყვიან და ისე გააგრძელებს, ყოველივე ამის შემდგომ თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მოიპოვა აღნიშნულმა პრეპარატმა საქართველოში რეგისტრაცია, მაშინ დაველაპარაკებით ნებართვაზეო. ვესაბრე თვალავაძის კოლეგას ნებართვების სამმართველოს უფროსს დავით ჯაფარიძეს.
 

საუკეთესო სურვილებით,

თამარ ბერიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
555 37 37 47/577 20 20 18