From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko
Subject : ვერა ლუიზა დე კოსტა ე სილვას ვიზიტი
Cc : Sopo Belkania
Received On : 27.02.2018 09:04
Attachments :

 

ბატონო დავით,

 

დღეს დილით გვქონდა შეხვედრა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელთან ვერა ლუიზა დე კოსტა სილვასთან, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარმომადგენელ ენდრიუ ბლექთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიან ივანუშასთან და გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან.

დაისვა რამდენიმე საკითხი, რასაც სავარაუდოდ ხაზი გაესმება თქვენთან შეხვედრისას.

 

1.     პროტოკოლი თამბაქოს ნაწარმით არალეგალური ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ.

პროტოკოლი თამბაქოს ნაწარმით არალეგალური ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ თამბაქოს კონტროლის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში (WHO FCTC) პირველი დოკუნებტი და თავის მხრივ, ახალი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. პროტოკოლი შეეხება თამბაქოს ნაწარმით არალეგალური ვაჭრობის დაძლევას. პროტოკოლი ჩამოყალიბდა თამბაქოს ნაწარმით არალეგალური საერთაშორისო ვაჭრობის ზრდის საპასუხოდ. არალეგალური ვაჭრობა ზრდის თამბაქოს ნაწარმის ხელმისაწვდომობას და ყიდვის უნარიანობას, ამგვარად ზრდის თამბაქოს ეპიდემიას და აკნინებს თამბაქოს კონტროლის პოლიტიკას. იგი ასევე იწვევს მთავრობის შემოსავლების მნიშვნელოვან დანაკარგს და ამავდროულად, ტრანსნაციონალური კრიმინალური საქმიანობის დაფინანსების წყარო ხდება.

პროტოკოლის მიზანია თამბაქოს ნაწარმით არალეგალური ვაჭრობის ყველა ფორმის აღმოფხვრა, WHO FCTC-ის მუხლი 15-ის შესაბამისად.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორჯერ მოხდა პროტოკოლზე მიერთების ინიცირება; ქართულ ენაზე თარგმნილი ვერსია მიწოდებულია საქართველოს საგარეო სამინისტროსთვის. მოვიძიეთ და ამჯერად ელოდებიან კომენტარებს ეკონომიკის სამინისტროდან.

ალბათ დასვამს საკითხს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წერილთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება  გაეგზავნოს პრემიერ-მინისტრს ან საგარეო საქმეთა მინისტრს პროტოკოლზე მიერთების პროცესის გააქტიურებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ პროტოკოლზე მიერთება მოხდეს 2 ივლისამდე. დაახლოებით როგორც ვიცი 35-მდე ქვეყანაა მიერთებული და უნდათ საქართველოც განიხილონ როგორც სამაგალითო.

 

2.     თამბაქოს ნაწარმის დაბალი ფასები

თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის საბოლოო მიზანია თამბაქოს მოხმარების შემცირება, თამბაქოს გადასახადების მატების საშუალებით, რაც შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ სიკვდილიანობასა და ავადობას, და ამავდროულად გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.

ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება დანერგოს ევროკავშირის დირექტივა „მანუფაქტურული თამბაქოს აქსციზური გადასახადების სტრუქტურისა და ტარიფების შესახებ“. დირექტივის მე-10 მუხლის შესაბამისად სიგარეტზე აქსციზურმა გადასახადმა უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60%, მაგრამ არანაკლებ 90 ევროსი 1000 ღერ სიგარეტზე.

მოგეხსენებათ 2013 სლის შემდეგ რაც სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნა მიღებული ქვეყანამ ოთხჯერ მოახდინა აქციზის თანდათანობითი ზრდა თამბაქოზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენთან ფასები მაინც დაბალია იგივე მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. აქვთ იმედი, რომ საქართველო გააგრძელებს თამბაქოზე ფასების ზრდის პოლიტიკას.

ბლუმბერგის პროექტის „ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს კონტროლის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში, მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა დოკუმენტი თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის  პოლიტიკა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), სადაც გაწერილია თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სხვადასხვა სცენარები. დოკუმენტი გაგზავნილია ყველა დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებში, მათ შორის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში. იგი გამოიყენება, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი ფასების ზრდის პროცესში (თან ერთვის).

 

3.     ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) მხარეთა კონფერენციის (Conference of Parties - COP) მე-8 შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობა მინისტრის დონეზე და ვფიქრობ შემოგთავაზებენ; COP8 შეხვედრა გაიმართება 1-5 ოქტომბერს ჟენევაში. განსაკუთრებით უნდათ რომ FCTC2030 პროექტების მიმღები ქვეყნება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა (ერთადერთი ევროპიდან) კარგად იყოს წარმოდგენილი. NCDC-ს წარმომადგენელი ნინო მაღლაკელიძე COP7 შეხვედრაზე არჩეულ იქნა COP&-ის სამდივნოს წევრად და გარკვეულ კოორდინირებას უწევს ევროპის რეგიონს.

 

4.     Drive tobacco და სხვა რეკლამები - ბილბორდები, კიოსკები და ა.შ. - როგორც აღნიშნა ძალიან წუხს ამ მდგომარეობით და დიდი იმედი აქვს, რომ 1 მაისიდან როცა კანონი ძალაში შევა ეს საკითხები (რეკლამირებისა და ქუჩებში მოძრავი გაყიდვების) მოგვარდება.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ 2017 წლის მაისში დამტკიცებულ იქნა ახალი კანონპროექტები. ძირითადი ცვლილებები ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას 2018 წლის 1 მაისიდან; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე 2018 წლის 1 სექტემბრიდან და ა.შ.

 

 

ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ ვესაუბრე მის თანმხლებლებს და მათთვის სრულიად მისაღებია თუ თქვენი დასტური, რომ საქართველო მიმღებია 20130-ის პროექტის და მისი ძირითადი მიმართულებების იქნება მხოლოდ წერილობით და არა მემორანდუმით.

 

პატივისცემით,

 

ამირანი