| From : | Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge> |
| To : | Noe Kinkladze |
| Subject : | ინფორმაცია კონკურსის შესახებ |
| Cc : | Sopo Belkania |
| Received On : | 10.01.2018 08:02 |
ბატონო ნოე
მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე გვაქვს გამოცხადებული კონკურსი შემდეგ პოზიციებზე:
·
შიდა აუდიტის სამმართველო - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა
- აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს და თანამშრომლის შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით, რომელიც გამოცხადდა 18 დეკემბერს და დასრულდა საბუთების მიღება 29 დეკემბერს, ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება ჩაინიშნება 25 იანვარს.
გსაუბრების შემდეგ კანდიდატის წარდგენა მოხდება მინისტრთან და 14 დღის შემდეგ მოხდება დანიშვნა.
·
პროგრამების მონიტორინგის სამმართველო - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა,
კონკურსი ჩატარდა ღია წესით და თანამშრომელი დაინიშნება 16 იანვარს.
·
სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველო - სამმართველოს უფროსის პოზიციაზე
განმეორებით გამოცხადდება ღია კონკურსი, ამ პოზიციაზე თანამშრომელი შეირჩევა თებერვლის ბოლოს.
·
სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველო - მთავარი სპეციალისტი -
გამოცხადდება ღია კონკურსი, ამ პოზიციაზე თანამშრომელი შეირჩევა თებერვლის ბოლოს.
·
ადმინისტრაციული დეპარტამენტი - შტატგარეშე (მძღოლი) დღეს დამთავრდა
გამარტივებული კონკურსის წესით საბუთების მიღება და აღნიშნულ პოზიციაზე დაინიშნება თანამშრომელი იანვრის თვეში.
·
ღია კონკურსის წესით თანამშრომლის შერჩევისას ხდება კომისიის წევრების დამტკიცება და გასაუბრება კანდიდატებთან ხდება ორეტაპად (ზეპირი დავალება, გასაუბრება) -
კონკურსის სრული პროსეცი გრძელდება დაახლოებით 2 თვეს.
·
გამარტივებული კონკურსის დროს თანამშრომლის შერჩევა ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გასაუბრების მეშვეობით - კონკურსის
სრული პროცესი გრძელდება დაახლოებით 20 დღე.
საუკეთესო სურვილებით,
ნატა დოლიძე
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტრო
აკ.
წერეთლის
გამზირი
144,
თბილისი,
საქართველო,
0159
მობ:
+ 995 599 500747