| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; Mikheil Dundua; Mariam Darakhvelidze; Nino Odisharia; Elza Jgerenaia; Sopo Belkania; Kakhaber Dzimistarishvili; maiatabagari@gmail.com; Noe Kinkladze; press@moh.gov.ge; Ivane Bibilashvili |
| Subject : | კიდევ ერთი საკითხი_მთავრობის სხდომის მასალებში |
| Received On : | 07.06.2018 09:17 |
| Attachments : |
ბატონო დავით, კოლეგებო,
დღის წესრიგს დაემატა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს გაეროს სიებში განხორციელბული ცვლილებების ასახვას
კანონში.
ჰეპატიტის პროგრამაში ცვლილება ამ წუთის მონაცემებით ისევ გაურვეველია, იქნება ხვალინდელ საკითხებში თუ გადავა შემდეგი სხდომისთვის.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე
ბატონო დავით, კოლეგებო,
მთავრობის სხდომა ჩაინიშნა პარასკევს,
8 ივნისს - 10:00 საათზე (ნაცვლად 12 ივნისისა).
რაც შეეხება საკითხებს:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომლის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ტრენერების ანაზღაურება) - მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;
2. „შრომის პირობების ინსპექტირების“- პროგრამის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება - მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;
3. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმება (შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის საჭიროებებისთვის - მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;.
გამომდინარე პროექტი - ,,შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N603 დადგენილებაში ცვლილება (იცვლება ბიუჯეტის ოდენობა) - მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;
4. NCDC-ის მიერ გრანტის მიღება (თემაზე: გავის გარდამავალი პერიოდის აქტივობების განხორციელება საქართველოში) - მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;
5. NCDC-ის მიერ გრანტის მიღება (თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კოალიციები საქართველოსა და სომხეთში: რანდომიზირებული სათემო კვლევა) - მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;
6. „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვ. - ჯერ არ არის გადაწყვეტილი;
7. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები - გადაიდო შემდეგი მთავრობისთვის.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე
მოგესალმებით ბატონო დავით, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა ამ კვირაში აღარ გაიმართება. იგი ჩატარდება სამშაბათს,
12 ივნისს - 10:00 საათზე.
გაწვდით ინფორმაციას განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომლის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ტრენერების ანაზღაურება);
2. „შრომის პირობების ინსპექტირების“- პროგრამის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება;
3. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმება (შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის საჭიროებებისთვის.
გამომდინარე პროექტი - ,,შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N603 დადგენილებაში ცვლილება (იცვლება ბიუჯეტის ოდენობა);
4. NCDC-ის მიერ გრანტის მიღება (თემაზე: გავის გარდამავალი პერიოდის აქტივობების განხორციელება საქართველოში);
5. NCDC-ის მიერ გრანტის მიღება (თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კოალიციები საქართველოსა და სომხეთში: რანდომიზირებული სათემო კვლევა);
6. „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვ.;
7. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები.
საკითხების განხილვის რეჟიმები ცნობილი არ არის, ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე