| From : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko; Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Kakhaber Dzimistarishvili; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Noe Kinkladze; Sopo Belkania; Elza Jgerenaia; Maia Tabagari; press@moh.gov.ge |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Received On : | 28.02.2018 10:44 |
| Attachments : |
ბატონო დავით, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხვალ, 1 მარტს - 10:00 საათზე. რაც შეეხება ჩვენს საკითხებს:
1. „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვ. (საერთო მოთხოვნებში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლის დამატება)- მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;
2. ტრეფიკინგის ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე თანხმობა (ფონდის ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფა) - მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;
3. ჰეპატიტის საკითხზე პროგრამებში ცვლილებები:
ა) „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილება - მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;
ბ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება - მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით;
გ) „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილება - განხილული იქნება მთავრობის სხდომაზე.
გიგზავნით შესაბამისი პროექტის განმარტებით ბარათს მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
ნათია ხმალაძე