From : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
To : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Kakhaber Dzimistarishvili; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Noe Kinkladze; Sopo Belkania; Nino Odisharia; Ivane Bibilashvili; Elza Jgerenaia; Maia Tabagari; atalakvadze@moh.gov.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; A.Gamkrelidze@ncdc.ge
Subject : მთავრობის სხდომა და მასალები
Received On : 04.01.2018 06:57


მოგესალმებით კოლეგებო,

გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება 16 იანვარს - 10:00 საათზე. საკითხების წარდგენის ვადაა 11 იანვარი - 17:00 საათი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარდგენამდე პროცედურულად უნდა მოესწროს ელექტრონული მთავრობის პროგრამაში საკითხების სხვა სამინისტროების მხრიდან ვიზირება.

ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ინიცირებული შემდეგი საკითხები:

1. სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების 2018 წლის პროგრამა, განათლების სამინისტროს აქვს შენიშვნები; 

                 2.  თამბაქოს შეფუთვა; 

3. ,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა (ფინანსთა სამინისტროს აქვს შენიშვნები);

4.   სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამა;     

 
შეგახსენებთ, რომ  გასატანი გვაქვს გამონაკლისები შტატგარეშეებზე და ხელფასებზე როგორც სამინისტროს, ისე სსიპ-ების ნაწილში (გარდა ტრეფიკინგისა); ასევე ელექტრონული რეცეპტის საკითხებზე პროგრამებში ცვლილებები. შესაბამისად, იმისათვის რომ მოესწროს მთავრობის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები ახალი საკითხების ჩვენთვის მოწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 8-9 იანვრისა (რაც მალე იქნება უკეთესია).
 

პატივისცემით,

             ნათია  ხმალაძე