From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; Mikheil Dundua; Mariam Darakhvelidze; Nino Odisharia; Elza Jgerenaia; Sopo Belkania; Kakhaber Dzimistarishvili; maiatabagari@gmail.com; Noe Kinkladze; press@moh.gov.ge; Ivane Bibilashvili
Subject : მთავრობის სხდომა და მასალები
Received On : 06.06.2018 09:08

მოგესალმებით ბატონო დავით, კოლეგებო,


გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა ამ კვირაში აღარ გაიმართება. იგი ჩატარდება სამშაბათს, 12 ივნისს - 10:00 საათზე.

გაწვდით ინფორმაციას განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით:

 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომლის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ტრენერების ანაზღაურება);

 2. „შრომის პირობების ინსპექტირების“- პროგრამის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება;

3. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმება (შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის საჭიროებებისთვის.

გამომდინარე პროექტი - ,,შრომის  პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N603 დადგენილებაში ცვლილება (იცვლება ბიუჯეტის ოდენობა);

4. NCDC-ის მიერ გრანტის მიღება (თემაზე: გავის გარდამავალი პერიოდის აქტივობების განხორციელება საქართველოში);

5.  NCDC-ის მიერ გრანტის მიღება (თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კოალიციები საქართველოსა და სომხეთში: რანდომიზირებული სათემო კვლევა);

6. „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვ.;

7. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები.


საკითხების განხილვის რეჟიმები ცნობილი არ არის, ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.


პატივისცემით,

ნათია ხმალაძე