| From : | Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge> |
| To : | Zaza Sopromadze |
| Subject : | მიმდინარე წლის 5 აპრილს დაგეგმილი საბჭოს შეხვედრის შესახებ. |
| Cc : | Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 03.04.2018 12:57 |
| Attachments : |
ბატონო ზაზა,
გიგზავნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილს, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 5 აპრილს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე დაგეგმილ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმისა და წლიური ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილ საბჭოს სამუშაო შეხვედრაში თქვენი მონაწილეობის საკითხს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩვენს მიერ გაგზავნილია სამოქმედო გეგმაც, წლიური ანგარიშის პროექტიც და ასევე ის შენიშვნები და წინადადებებიც, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნდა ზემოაღნიშნულ სამოქმედო გეგმასა და პროექტში გათვალისწინების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანართის სახით წარმოგიდგენთ ყველა იმ დოკუმენტს, რომელთა განხილვაც დაგეგმილია მიმდინარე წლის 5 აპრილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოში (მარშალ გელოვანის განზირი N6).
პატივისცემით,
თამარ ბერიძე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მობ: +995 555373747; 577202018.