From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia
Subject : მიმდინარე წლის 6 ივნისის შეხვედრის თაობაზე
Cc : Sopo Belkania
Received On : 01.06.2018 14:02
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო თამილა,

 

გაცნობებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წერილის საფუძველზესამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო კამპანიის დაწყება ქვემო ქართლის რეგიონიდან (აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 23 მაისს N01/30429 წერილით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან წარდგენილ არიან ის კანდიდატურები, რომლებიც მონაწილეობას მიღებენ ივნისი-ივლისის თვეში დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიაში).

მიმდინარე წლის 6 ივნისს 12:00 საათზე . რუსთავში, სახელმწიფო - რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაგეგმილია შეხვედრა, სადაც განიხილება ქვემო ქართლის რეგიონში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული პრობლემატიკა და რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მიეწოდება ინფორმაცია საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში განსახილველი თემატიკის თაობაზე.

როგორც მოგეხსენებათ, სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილ სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიაში განსაზღვრული ბრძანდებით კომისიის წევრად, შესაბამისად დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა მიმიდინარე წლის 6 ივნისს 12:00 საათზე  სახელმწიფო - რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრაში. ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრა დაგეგმილია მინისტრის მოადგილეების დონეზე.

 

 

პატივისცემით,

 

თამარ ბერიძე

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

მობ:  +995 555373747; 577202018.