From : Anti-Drug Interagency Council <antidrugcouncil@justice.gov.ge>
To :
Subject : ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა
Cc : Tea Tsulukiani <ttsulukiani@justice.gov.ge>; Aleksandre Baramidze <abaramidze@justice.gov.ge>; Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; Mariami Bregadze <mbregadze@justice.gov.ge>
Received On : 26.03.2018 09:58
Attachments :
დღის წესრიგი - 27_03_2018.docx მონიტორინგის ცენტრის დებულება.docx არჩევის წესი.docx უწყებათა შენიშვნები მონიტორინგის ცენტრზე.docx Advice on Monitoring Centre.docx დოზების კანონპროექტი.docx MoJ chart-სნეპ კანონპროექტი - 20_02_2018.docx დანართი 2_პროკურატურა.docx დანართი 3 _ სისხლის სამართლის კოდექსი.docx დანართი 4 _ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.docx დანართი 5 _ ნარკოტიკების კანონი.docx დანართი 6 - ნარკოტიკული დანაშაულის კანონის - სნეპ - 26_12_2017.docx დანართი 1_ ჯანდაცვა.docx

მოგესალმებით,

 

გვაქვს პატივი, მიმდინარე წლის 27 მარტს, 17:00 საათზე, მოგიწვიოთ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

 

საბჭოს სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები:

 

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

 

-         ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების პროექტი;

-         ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წევრთა არჩევის წესის პროექტი;

-         ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მოდალობებთან დაკავშირებით უწყებათა მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა ცხრილი;

-         ცენტრის მოდალობების შესახებ უცხოელი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა;

 

ე.წ. „დოზების კანონპროექტი“

 

-         „დოზების კანონპროექტი“;

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომაზე განხილულ საქართველოს ეროვნული ნარკოპლატფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს როგორც სამთავრობო უწყებებმა, ისე - არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებთან დაკავშირებით.

 

-         იხილეთ ინტეგრირებული ცხრილი (6 დანართთან ერთად), რომელშიც ასახულია საქართველოს ეროვნული ნარკოპლატფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები;

 

სხდომა გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირველი სართულის პირველ სათათბირო ოთახში.

 

გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები და სხდომის  დღის წესრიგი და დაგვიდასტუროთ სხდომაზე დასწრება.

 

პატივისცემით,

 

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი

საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო