| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Mariam Darakhvelidze; Ketevan Goginashvili; Natia Nogaideli; Ekaterine Adamia; Avtandil Talakvadze |
| Subject : | ნომურას კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის თაობაზე |
| Cc : | Zaza Bokhua; Maia Lagvilava; Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 14.06.2018 13:22 |
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს სამინისტროში იმყოფებოდა იაპონიის ნომურას კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული საჭიროებების დადგენისა და თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განხილვის მიზნით.
შეხვედრა გაიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან ბატონ ზაზა ბოხუასთან. იაპონიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამებისა და განხორციელებული რეფორმების თაობაზე.
იაპონიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ჯანდაცვის სფეროში განახორციელოს დონორული პროექტები.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა თანამშრომლობის 4 პრიორიტეტული მიმართულება:
1. პირველადი ჯანდაცვა
2. ჰოსპიტალური სექტორის განვითარება
3. სამედიცინო განათლება
4. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
იაპონური მხარის მოთხოვნისა და ბატონი ზაზა ბოხუას დავალების თანახმად, გთხოვთ, მიმდინარე წლის 22 ივნისამდე ინგლისურ ენაზე მოგვაწოდოთ კონკრეტული საჭიროებები ზემოაღნიშნულ სფეროებში, იაპონიის მხარესთან მომავალი თანამშრომლობის ინიცირების მიზნით.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge