| From : | Rusudan TUTBERIDZE <rusudan.tutberidze@unwomen.org> |
| To : | nacvlishvilinatia@gmail.com; nshio7777@yahoo.com; natoshavlakadze@gmail.com; tsibadze@yahoo.com; sal.oniani@yahoo.com; anano.nachkebia@gmail.com; n.andguladze@rugby.ge; besokhokh@krdf.ge; krdf@krdf.ge; ailuridze@ombudsman.ge; Ana Lobzhanidze; sakhli13@hotmail.com; durushadze@moh.gov.ge; Sopo Belkania; bezugbaia@geostat.ge; ttsekvava@geostat.ge |
| Subject : | სამუშაო შეხვედრა, 8 თებერვალი 2018 |
| Received On : | 02.02.2018 06:33 |
| Attachments : |
მოგესალმებით კოლეგებო!
მოგახსენებთ, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ვგეგმავთ მორიგ სამუშაო შეხვედრას, რათა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ კვარტალური თხრობითი და ფინანსური ანგარიშების მოთხოვნები.
გვსურს აქვე გაცნობოთ, რომ თხრობითი ანგარიშის ფორმატი შეიცვალა, რაზეც ჩვენი კოლეგები, პროგრამის მენეჯერები დეტალურად ისაუბრებენ. ასევე განხილული იქნება ფინანსური ანგარიშის ფორმატი,
მოთხოვნები და ძირითადი გამოწვევები.
იმისათვის რომ სამუშაო შეხვედრა უფრო მეტად სასარგებლო გავხადოთ, გთხოვთ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თქვენი თანამშრომლობის პრაქტიკიდან გამომდინარე, გაგვიზიაროთ პრობლემები ან/და სირთულეები,
რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებით ანგარიშების (როგორც ფინანსური, ასევე თხრობითი) მომზადებისას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გთხოვთ თქვენი მხრიდან ამ შეხვედრას დაესწროს შესაბამისი პროგრამის/პროექტის მენეჯერი და ფინანსური ანგარიშის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი. შეხვედრის
დღის წესრიგს გადმოგიგზავნით ორშაბათს, 2018 წლის 5 თებერვალს.
დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის და გთხოვთ, თქვენი კითხვები, ისევე როგორც შეხვედრაზე დამსწრე კანდიდატების სახელები მოგვაწოდოთ 2018 წლის 6 თებერვლამდე!
პატივისცემით,
რუსუდან თუთბერიძე
|
Rusudan Tutberidze |