| From : | Irakli Gigauri <igigauri@mfa.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | საქართველოს საელჩო ლიტვაში |
| Received On : | 14.03.2018 09:15 |
სოფო გამარჯობა,
როგორც სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით გიგზავნი მოკლე ინფორმაციას.
ლიტვის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ი შეზღუდული შესაძლებლობებისა და შრომისუნარიანობის დამდგენი სამსახურის დირექტორს ბატონ მანფრედას ჟიმანტასს სურს ვიზიტი განახორციელოს
საქართველოში და შეხვდეს თავის კოლეგებს გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
ბატონი მანფრეადსი დაგვიკავშირდა და გვთხოვა დახმარება აღნიშნული ვიზიტის ორგანიზებაში. მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს თვითონ ფარავენ. დელეგაციაში იქნება 4-5 ადამიანი, ვიზიტის ხანგრძლივობა
მაქსიმუმ 1 კვირა.
პირველ ეტაპზე აინტერესებთ თარიღი როდის შეიძლება, რომ ჩამოვიდნენ.
სოფო იქნებ გავარკვიოთ ვინ შეიძლება უმასპინძლოს ლიტვის დელეგაციას და როდის.
მადლობა წინასწარ,
პატივისცემით,
Irakli Gigauri
Counsellor
Embassy of Georgia to the Republic of Lithuania
Tel: +370 5 273 6959 ext: 5003
Mob: +370 6 147 2255
E-mail: igigauri@mfa.gov.ge