From : Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
To : Mariam Darakhvelidze
Subject : სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა
Cc : Sopo Belkania
Received On : 27.04.2018 14:48
Attachments :

 

საღამო მშვიდობისა,

 

შეთანხმებისამებრ, გიგზავნით პარლამენტიდან  მიღებულ წერილს, რომელსაც თან ახლავს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის გრაფიკი.

 

სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისად სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე მოხსენებას წარადგენს ქალბატონი თამუნა ბარკალაია, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან მოსმენას დაესწრებიან უფროსის მოადგილეები - პაატა ბუკია და თეიმურაზ პირველაშვილი, ხოლო ტრეფიკინგის ფონდიდან - დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, ასევე შეხვედრას, სამინისტროდან ესწრება ნუცი ოდიშარია და მარი წერეთელი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწიინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ აღნიშნულ შეხვედრაზე თქვენი დასწრება.  

 

აქვე დამატებით გიგზავნით სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილ ინფორმაციას სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისად სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე, თამუნას თხოვნაა რომ თქვენმა დეპარტამენტმა აღნიშნული ანგარიშიდან ამოკრიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებლად გასაჟღერებელი ინფორმაცია და მიაწოდოთ მას.

 

პატივისცემით,

 

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942

 

MOH 1 Logo-GEO