სოფო და ნატო გამარჯობა,
იმედი გვაქვს თქვენი საქმიანობა წარმატებით მიმდინარეობს. როგორც იცით, UNDP-ის ცვლილებების მართვის პროექტის ფარგლებში ვახორციელებთ საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მიმოხილვას. ამასთან დაკავშირებით, თხოვნა გვაქვს, რომ მომავალ კვირას ორი შეხვედრა დავნიშნოთ თქვენს სამინისტროში.
თავდაპირველად გვსურს, რომ ინდივიდუალურად შეგხვდეთ თქვენ. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იქნება საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მიმოხილვა თქვენს სამინისტროში. საუბარი შეეხება რეფორმის შედეგად განხორციელებულ ცვლილებებს, ასევე ცვლილებების განხორციელების შედარებას თქვენს მიერ წარმოედგენილი ცვლილებების გეგმასთან მიმარტებით, და სამინისტროში არსებულ მოლოდინებს.
მეორე შეხვედრა (სასურველია ამავე დღეს, თქვენთან დანიშნული შეხვედრის შემდეგ) გვსურს, რომ ჩავატაროთ თქვენს მიერ შერჩეულ 2-3 დეპარტამენტის უფროსთან. შეხვედრის მიზანი აქაც იქნება დეპარტამენტების უფროსებთან საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის განხილვა.
თხოვნა გვექნება, რომ მოგვწეროთ მომავალ კვირას თქვენთვის სასურველი შეხვედრის დრო. ჩვენ შეხვედრა შეგვიძლია კვირის ნებისმიერ დღეს, დღის მეორე ნახევრიდან.
მადლობა და საუკეთესო სურვილებით,
გიორგი