| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze |
| Subject : | სისხლის დონორთა მსოფლიო დღე |
| Cc : | Sopo Belkania; Ekaterine Adamia; Ketevan Goginashvili; Natia Nogaideli; Lela Sturua; Irma Khonelidze; Eter Kipiani |
| Received On : | 06.06.2018 16:30 |
ქალბატონო მაია,
ქალბატონო მარინა,
როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად, 14 ივნისს, ავღნიშნავთ სისხლის უანგარო
დონორის
მსოფლიო
დღეს. ეს დღე
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
2018 წლის სისხლის დონორთა მსოფლიო დღის კამპანიის თემაა “გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმ იდეაზე, რომ ყველა ჩვენთაგანს სისხლის გაღებით
შეუძლია სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანებს და მოუწოდებს პოტენციურ დონორებს ნებაყოფლობით და რეგულარულად გაიღონ სისხლი.
წელს ამ ღონისძიებას 2 აქციით ავღნიშნავთ:
1. 14 ივნისს, ცენტრში (ასათიანის ქ. # 9), 11 სთ-ზე დაგეგმილია სისხლის უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქციის ორგანიზება, სადაც სისხლის ჩაბარებას შეძლებენ დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და დონორობის მსურველი ნებისმიერი მოქალაქე; აქციაში მონაწილეობის მისაღებად, სურვილის შემთხვევაში, ვიწვევთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს; და
2. დავამთხვიეთ
ევროკომისიის
ტექნიკური
დახმარებისა
და
ინფორმაციის
გაცვლის
ინსტრუმენტის ექსპერტთა მისიას უსაფრთხო სისხლის ეროვნული პოლიტიკის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით
(TAIEX Expert Mission on the Approximation of National Blood Safety Legislation to EU Regulations)
მისიის თბილისში ყოფნას და 20 ივნისს, ცენტრის ახალ შენობაში (ალექსეევკის დასახლება, ლუგარის ცენტრის გვერდით), 14.00 საათზე საკონფერენციო დარბაზში დავგეგმეთ ბრიფინგი და სისხლის უანგარო, რეგულარული დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების სიმბოლური დაჯილდოება
სიგელებით.
ღონისძიებას დაესწრებიან უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე და ლიცენზირებული სისხლის ბანკების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, მხარდამჭერი ორგანიზაციები,
უანგარო დონორები და დაინტერესებული მხარეები.
მოხარულნი
ვიქნებით,
თუ შეძლებთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას და მიესალმებით
შეხვედრის მონაწილეებს.
დეტალურ პროგრამას დამატებით მოგაწვდით.
პატივისცემით,
ამირანი