| From : | Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge> |
| To : | Mikheil Janiashvili |
| Subject : | სისხლის დონორთა მსოფლიო დღე |
| Cc : | Sopo Belkania; Maia Tabagari |
| Received On : | 09.06.2018 06:44 |
2018 წლის სისხლის დონორთა მსოფლიო დღის კამპანიის თემაა “გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმ იდეაზე, რომ ყველა ჩვენთაგანს სისხლის გაღებით შეუძლია სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანებს და მოუწოდებს პოტენციურ დონორებს ნებაყოფლობით და რეგულარულად გაიღონ სისხლი.
14 ივნისს, სამინისტროში ვგეგმავთ სისხლის უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქციის ორგანიზებას, სადაც სისხლის ჩანარებას შეძლებენ სამინისტროს თანამშრომლები და დონორობის მსურველი ნებისმიერი მოქალაქე. აქციის ორგანიზებისთვის სასურველია წინასწარ ვიცოდეთ დაახლოებითი დონორების რაოდენობა. ამის ორგანიზებისთვის, გთხოვთ უზრუნველყოთ ინგორმაციის თანამშრომლებისთვის მიწოდება მსურველათა რაოდენობის დასადგენად. შესაძლოა გაგზავნილ მეილში მიუთითოთ, რომ მსურველებმა თქვენთან გამოაგზავნონ დასტური ორშაბათს დღის ბოლომდე ან დეპარტამენტის უფროსებს მიაწოდონ სიები. არ ვიცი, როგორია ამ მხრივ პრაქტიკა.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დამიკავშირდით.
პატივისცემით,
მაია