From : გიორგი კვირიკაშვილი <giorgi.kvirikashvili@gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : სოლიდარობის ფონდის მეგობარს!
Received On : 30.12.2017 12:07

სოლიდარობის ფონდის მეგობარს!

სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, მასზე ზრუნვა ადამიანად ყოფნის საუკეთესო გამოვლინებაა; იმავდროულად, ეს მეტად რთული და საპატიო მისიაა. ჩვენ ყველას ერთად გვერგო პატივი, შევასრულოთ ეს დიდი მისია და ვცდილობთ, სულ უფრო მეტი სიხარული და იმედი შევიტანოთ ოჯახებში, ვიბრძოლოთ უფრო მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ ერთად უკვე უამრავი გამარჯვება მოვიპოვეთ! მადლობას გიხდით თანამშრომლობის, თანადგომისა და იმ ურყევი რწმენისთვის, რომ სიკეთე უდიდესი ძალაა.
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და სიკეთეს. მე მჯერა, რომ სიკეთე სინათლეა, რომელიც მთელ დედამიწას ათბობს და აცოცხლებს!

პატივისცემით,
გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი