| From : | Open Government Partnership <ogpgeorgia@justice.gov.ge> |
| To : | Open Government Partnership <ogpgeorgia@justice.gov.ge> |
| Subject : | ფორუმის შეხვედრის Follow Up |
| Cc : | Zurab Sanikidze <zsanikidze@justice.gov.ge>; Gvantsa Meunargia <gmeunargia@justice.gov.ge>; Ketevan Tsanava <ktsanava@justice.gov.ge> |
| Received On : | 02.03.2018 08:48 |
| Attachments : |
ძვირფასო ფორუმის წევრებო,
როგორც შევთანხმდით, გიგზავნით
ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების კალენდარს, რომელიც სამდივნომ მოამზადა და ფორუმმა საბოლოო სახით 14 თებერვლის სხდომაზე ჩამოაყალიბა. კალენდარში ასახულია ფორუმზე გამოთქმული დამატებები. დოკუმენტი ასევე განიხილა და მოიწონა
OGP-ის სამდივნომ, დოკუმენტში აისახა მათი რჩევებიც. გთხოვთ, იხილეთ მიმაგრებული ფაილი (კალენდარი ასევე ხელმისაწვდომია
აქ. აღნიშნული გვერდი ეტაპობრივად განახლდება).
ასევე, მიბმულ დოკუმენტად გიგზავნით
საჯარო კონსულტაციების გეგმის ჩარჩო დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია ის რეგიონები და ქალაქები, რომლებზეც შევთანხმდით. გთხოვთ, კომენტარები/დამატებები აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით მოგვაწოდეთ
20 მარტამდე. ამავე თარიღამდე, გთხოვთ, დაგვისახელეთ თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საჯარო კონსულტაციებში მიიღებს მონაწილეობას.
აქვე შეგახსენებთ, რომ ახალი, ინოვაციური ვალდებულებების იდენტიფიცირების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების მაქსიმალურად ასახვის მიზნით, სამდივნომ დაიწყო ორმხრივი შეხვედრები
სახელმწიფო უწყებებთან. ამ მიმართულებით სიახლეებს/დოკუმენტებს ეტაპობრივად მოგაწვდით.
ასევე, საყურადღებო საკითხი სახელმწიფო უწყებებისთვის. როგორც ფორუმის ბოლო შეხვედრაზე განვიხილეთ, უმეტეს შემთხვევაში,
OGP არ არის მოხსენიებული პრეს-რელიზებში, სადაც
OGP ვალდებულების შესრულებაზეა საუბარი. სამდივნოს თხოვნაა უწყების საკონტაქტო პირებმა განიხილოთ ეს საკითხი თქვენი უწყების შესაბამის სამსახურთან, რათა
საკომუნიკაციო მასალებში აღინიშნოს, რომ ესა თუ ის მიღწევა ღია მმართველობა საქართველოს ქოლგის ქვეშ ხორციელდება.
პატივისცემით,
ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო
ანალიტიკური დეპარტამენტი
|
|
||||
|
გორგასალის 24ა, |
||||
|
თბილისი, 0114,
საქართველო |
||||
|
ტელ.: (995 32) 240 58
04; +995 593 35 45 10
|
||||