ძვირფასო ფორუმის წევრებო,
პირველ რიგში, გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღეთ მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მოგეხსენებათ, გაწეული
სამუშაო იყო ნაყოფიერი და საკმაოდ ჩართულობითი.
აქვე გაცნობებთ, რომ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) დაასრულა მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის
ამ ეტაპისთვის არსებულ სამუშაო ვერსიაზე მუშაობა. არსებულ ვერსიაში წევრი სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ვალდებულებებთან ერთად ასახულია აპრილისა და მაისის თვეში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებსა
და ქალაქებში გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული იდეები.
აღნიშნულთან დაკავშირებით,
29 ივნისს, 16:00 სთ-ზე, გიწვევთ იუსტიციის სამინისტროში (პირველი სართული, პირველი სათათბირო) სამოქმედო გეგმის ამ ეტაპზე არსებული პროექტის, მასში ასახული ვალდებულებებისა და იმ ვალდებულებების განსახილველად, რომელიც ამ ვერსიაში არ ასახულა.
ფორუმის შეხვედრაზე თითოეული უწყება თავის ვალდებულებას წარმოადგენს.
თითოეული თქვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
პატივისცემით,
ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო
ანალიტიკური დეპარტამენტი
|
|
||||
|
გორგასალის 24ა, |
||||
|
თბილისი, 0114,
საქართველო |
||||
|
ტელ.: (995 32) 240 58
04; +995 593 35 45 10
|
||||