| From : | Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | შეფასების სისტემა |
| Received On : | 13.06.2018 11:39 |
| Attachments : |
სოფო
12 და 13 მაისს ჩატარდა HR ტრეინინგი შეფასების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად გავიარეთ შეფასების შევსებული ფორმების შეთანხმების და გადმოგზავნის წესი (რომელიც პატარა პროცედურის სახით გაიწერება) ასევე დეტალურად გავიარეთ არსებული ბრძანება რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილებები და „Track Change” ბით ლექსო გამოგიგზავნის აღნიშნული შეფასების ბრძანების სამუშაო ვერსია.
ამის გარდა არის რამოდენიმე საკთხი რომელიც გადასაწყვეტია:
Ø აღნიშნული ბრძანება არის მხოლოდ საჯარო მოხელეების შეფასებაზე, კანონი არ გვავალდებულებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შეფასებას, თუმცა გამომდინარე ჩვენი რეალობიდან უნდა შეფასდნენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქამებულებიც, ამიტომ გაჩნდა კითხვა აღნიშნული ბრძანებით მოხდეს მათთვისაც სავალდებულო შეფასება თუ გაოიცეს ცალკე ბრძანება. აქვე გეტყვი რატომ არის უკეთესი ცალკე ბრძანებით ამის დარეგულირება:
1. კანონი და შესაბამისად ბიურო არ გვთხოვს მათ სეფასებას, დამტკიცებული ბრძანება როგორც იცი მიწოდებულია ბიუროსთან და არის მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად საჯარო მოხელეებზე, ცალკე ბრძანებით თუ დავამტკიცებთ აღნიშნულ წესს დავაკმაყოფილებთ მოთხოვნას მხოლოდ საჯარო მოხელეების შეფასებაზე.
2. ცვლილებები შედის ასევე შევსებული და შეთანხმებული ფორმების გადმოგზავნაზე, რადგან ბეჭდვა ამ ფორმების იქნება პრობლემა და ბევრი არასრულფასოვნად ამობეჭდავს გვაქვს ორი შემოთავაზება. რადგან არ არის ეს ინფორმაცია კომფიდენციალური იქამდე სანამ არ დავწერთ ქულებს, შესაძლებელია შეთანხმებული ფორმები გადმოიგზავნოს დესის საშუალებით სადაც უშუალო ხელმძღვანელი იჯდება ვიზაში და ხელმძღვანელის ვიზირება იქნება თანხმობა (საუბარია საჯარო მოხელეებზე) გამომდინარე აქედან შტატგარეშე მოსამსახურეებს არ აქვთ დესით სარგებლობის საშუალება და შესაძლებელია ამ შემთხვევაში გაიწეროს მეილის გამოყენებით იგივე პრინციპით (CC ხელმძღვანელის მითითება) ეს არის ის ორი ძირითადი მიზეზი რომლის საფუძველზეც ვფიქრობთ ცალკე ბრძანებით დარეგულირდეს შტატგარეშე თანამშრომლების შეფასების წესი. (თუმცა რათქმაუნდა შესაძლებელია ეს ჩანაწერები გაკეთდეს ერთიან ბრძანებაში ამ მითითებებით)
Ø ასევე დაკორექტირდება შუალედური შეფასების ვადები (მითითებული იქნება სექტემბერი), დაკორექტირდება დანართები, ამოვიღებთ ჩანაწერს (იურისტები დააკორექტირებენ), ფორმების კორექტირებებისას შევა ასევე ცვლილება განვითარების გეგმაზე და საბოლოო ფაილში სადაც იქნება ასახული ქულები იქ იქნება განვითარების გეგმის ველიც შესავსები. აღნიშნულ ცვლილებებს შეიტანს ლექსო ბრძანების პროექტში და გადმოგიგზავნის.
Ø შეფასების მიმართულებით ასვე მომავალში იქნება ტრეინინგი მენეჯერებისთვის, შუალედურ შეფასებამდე (უკუკავშირიც მიცემა) ამას ლექსო ნინო ოხანაშვილთან და შენთან შეთანხმებით ჩანიშნავს.
Ø შეფასების შვსებული ფორმების ანალიზი ჩვენი მხრიდან არის ბოლო ფაზაში, დღეს მთელი დღის განმავლობაში ვახდენ უკუკავშირს ამ საკითხზე დანართის სახით გიგზავნი იმ დეპარტამენტების ჩამონათვალს და შეფასების ფორმების სტატუსს. ის ფორმები რომლებიც დასრულებულია გადაეგზავნებათ ხელმძღვანელთან შესათანხმებლად.
Ø ხვალინდელი მდგომარეობით ასევე გაცნობებ ფორმების სტატუსს.
საუკეთესო სურვილებით,
ნატა დოლიძე
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 599 500747