| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze; Noe Kinkladze |
| Subject : | შეხვედრა თამბაქოს კანონთან დაკავშირებით |
| Cc : | Sopo Belkania |
| Received On : | 26.04.2018 10:55 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ დღეს, 26 აპრილს 17:00 საათზე, დიდ ბრიფინგში ჩაინიშნა ბატონ დავითთან შეხვედრა თამბაქოს კონტროლის კანონთან დაკავშირებით.
კერძოდ, საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155-7 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე კომპეტენტური ორგანოს განსაზღვრაზე.
გთხოვთ დაესწროთ.
შეგახსენებთ მუხლის შინაარსს:
1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.
2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.
4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე