From : Dadunashvili, Ia <dadunashvili@ilo.org>
To : Sopo Belkania
Subject : შეხვედრა ჰოლანდიის სამმხრივი კომისიის გენერალურ მდივანთან
Received On : 11.04.2017 11:00

სოფო გამარჯობა,

 

ვცდილობდი მობილურით დაგკავშირებოდი, მაგრამ ალბათ შეხვედრაზე იყავი. პირველ რიგში გილოცავ ახალ დანიშვნას. აგრეთვე, უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენო ყოველთვის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

 

ამჟამად გაწუხებ შემდეგ საკითხზე, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის ფარგლებში ILO გეგმავს study visit- ჰოლანდიაში 17-18 მაისს. ჰოლანდიის სამმხრივი კომისიის SER-ის (Social and Economic Council) გენერალური მდივანი უმასპინძლებს საქართველოს დელეგაციას ჰააგაში. გენერალური მდივნის გარდა, დელეგაციას აგრეთვე შეხვდება Director of Economic Issues, რომელიც მავდროულად გენერალური მდივნის მოადგილეა. აგრეთვე დაიგეგმება შეხვედრები კომისიის ცალკეული წევრებთან, პროფკავშირების და დამსაქმებლების წარმომდგენლებთან. გარდა ამისა SZW-სთან (ჰოლანდიის შრომის ინსპექციასთან). საქართველოს დელეგაციაში შევა 6 ადამიანი (2-2 თითოელი მხრიდან): მთავრობა, პროფკავშირები და დამსაქმებლები, დელეგაციას გამოყვება ბატონი ჟოლტ დუდაში. უკვე გვაქვს მონაწილეობის დასტური ბატონი ელგუჯა მელაძისგან (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია) და ბატონ ირაკლი პეტრიაშვილისგან (საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება).

 

სოფო, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ კვირაში ბატონ დავით სეერგეენკოსთან მოკლე შეხვედრა (20 წუთი) ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

წინასწარ უღრმესი მადლობა.

 

პატივისცემით,

ია დადუნაშვილი

-----------------------------------------
This electronic message may contain confidential, proprietary or privileged information intended solely for the use of the named recipient. The ILO is not liable for any error or virus connected with this transmission.
-----------------------------------------
Ce message électronique peut contenir des informations confidentielles, ou spécialement protégées, à la seule intention du destinataire. L'OIT ne peut être tenue responsable des erreurs ou des virus qui s'y trouveraient.
-----------------------------------------
Este mensaje electrónico puede contener información confidencial o especialmente protegida para el uso exclusivo del destinatario indicado. La OIT no se responsabiliza en caso de error o virus.
-----------------------------------------