| From : | Open Government Partnership <ogpgeorgia@justice.gov.ge> |
| To : | Open Government Partnership <ogpgeorgia@justice.gov.ge> |
| Subject : | შეხსენება: ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა |
| Cc : | Zurab Sanikidze <zsanikidze@justice.gov.ge>; Gvantsa Meunargia <gmeunargia@justice.gov.ge>; Lana Morgoshia <lmorgoshia@justice.gov.ge>; Ketevan Tsanava <ktsanava@justice.gov.ge> |
| Received On : | 27.06.2018 08:03 |
| Attachments : |
ძვირფასო ფორუმის წევრებო,
შეგახსენებთ, რომ
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება
29 ივნისს, 16:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში (I
სართულის
I სათათბირო).
სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაზე ვაზუსტებთ რამდენიმე დეტალს და ხვალ მოგაწოდებთ.
პატივისცემით,
OGP
საქართველოს სამდივნო
From: Open Government Partnership
Sent: 2018 წლის 22 06,
პარასკევი 19:05
To:
Cc: Zurab Sanikidze; Gvantsa Meunargia; Ketevan Tsanava; Lana Morgoshia
Subject: ღია
მმართველობა საქართველოს
ფორუმის შეხვედრა
Importance: High
ძვირფასო ფორუმის წევრებო,
პირველ რიგში, გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღეთ მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მოგეხსენებათ, გაწეული
სამუშაო იყო ნაყოფიერი და საკმაოდ ჩართულობითი.
აქვე გაცნობებთ, რომ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) დაასრულა მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის
ამ ეტაპისთვის არსებულ სამუშაო ვერსიაზე მუშაობა. არსებულ ვერსიაში წევრი სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ვალდებულებებთან ერთად ასახულია აპრილისა და მაისის თვეში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებსა
და ქალაქებში გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული იდეები.
აღნიშნულთან დაკავშირებით,
29 ივნისს, 16:00 სთ-ზე, გიწვევთ იუსტიციის სამინისტროში (პირველი სართული, პირველი სათათბირო) სამოქმედო გეგმის ამ ეტაპზე არსებული პროექტის, მასში ასახული ვალდებულებებისა და იმ ვალდებულებების განსახილველად, რომელიც ამ ვერსიაში არ ასახულა.
ფორუმის შეხვედრაზე თითოეული უწყება თავის ვალდებულებას წარმოადგენს.
თითოეული თქვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
პატივისცემით,
ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო
ანალიტიკური დეპარტამენტი
|
|
||||
|
გორგასალის 24ა, |
||||
|
თბილისი, 0114,
საქართველო |
||||
|
ტელ.: (995 32) 240 58
04; +995 593 35 45 10
|
||||