საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გთხოვთ გაეცნოთ გლობალური ფონდის გრანტების ძირითადი მიმღების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქვემოთ მოცემულ წერილს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 22 იანვრამდე დკსჯეც-ში ელექტრონულად წარადგინოთ თქვენი წინადადებები წერილში მითითებულ მისამართზე (g.soselia@ncdc.ge).
ნათია ხონელიძე
__________________________________________________
ძვირფასო სსმ-ის წევრებო,
გაცნობებთ, რომ შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსების ახალი მოდელის შიდსის პროგრამის განხორციელების პირველი წელიწადნახევრის პერიოდში (2016 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) პროგრამული აქტივობების დაფინანსებისა და შესაბამისი შესყიდვების განხორციელების შემდგომ დაგროვდა მნიშვნელოვანი დანაზოგი (დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობით).
აღნიშნული თანხის ასათვისებლად დარჩენილი ვადა რეპროგრამირებისა და შემდგომ სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად მომსახურების შესყიდვის ვადების გათვალისწინებით წარმოადგენს 1 კალენდარულ წელს (2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით).
რეპროგრამირების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით მოგმართავთ თხოვნით, რომ 2018 წლის 22 იანვრამდე დკსჯეც-ში ელექტრონულად (g.soselia@ncdc.ge) წარმოადგინოთ თქვენი განფასებული პირველადი წინადადებები აღნიშნული თახნის სრულად ან ნაწილობრივ ასათვისებლად გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით. პირველადი წინადადებების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება აივ ინფექციის ახალი შემთხვევების გამოვლენის გაუმჯობესებასა და მაღალი რისკის პოპულაციების პრევენციული პროგრამებით მოცვის გაფართოების. მათ შორის მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით ნიმ-ების გეოგრაფიული მოცვის გაუმჯობესების ინოვაციურ წინადებებს.
წარმოდგენილ წინადადებებს დავამუშავებთ პროგრამის ძირითადი ამოცანების და გლობალური ფონდის ბიუჯეტის გაიდლაინების მიხედვით და ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოზე წარგენამდე განვიხილავთ თქვენთან ერთად საკონსულტაციო შეხვედრაზე.