| From : | Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili |
| Subject : | ჩინეთის გრანტი - ფსიქიატრიული კლინიკები თელავსა და სენაკში |
| Cc : | Natia Khmaladze; Shorena Okropiridze; Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 05.03.2018 16:35 |
საღამო მშვიდობისა მაიკო,
სულ ახლახანს შეათანხმა ქალბატონმა თამუნა ბარკალაიამ ბატონ დავითთან ვალდებულებებით განსაზღვრული სამუშაოების დაფინანსების წყარო. „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“
სახელმწიფო პროგრამით მოხდება ამ მომიჯნავე პროექტების დაფინანსება. მე უკვე გავარკვიე დაცვის საკითხი - ორივე ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წელიწადში 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი ეღირება მინიმალური პერსონალით (ერთი ოფიცერი და 6 რიგითი თითოეულ ობიექტზე),
მშენებლობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს. მიწის ნაკვეთების საკითხი ორივე ქალაქში ადრე გარკვეული იყო (2016 წლის გაზაფხულ-ზაფხულში), თელავის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ბრძანებაც გამოსცა მაშინდელმა გამგეობამ, სენაკის საავადმყოფოს
კაპიტალიდან შენობის ღირებულების ამოღების ბრძანებაც გამოსცა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, მე დღეს ველაპარაკე ორივე რაიონის მერების მოადგილეებს, მიმდინარე კვირაში გავარკვევ რა კომუნიკაციები იქნება გასაუქმებელი სამშენებლო მოედნებზე, შემდეგ გადაწყდება
დანარჩენი მოქმედებების თანმიმდევრობა, ჩინეთის მხარის მიერ პროექტების მოწოდების შემდეგ უნდა დაზუსტდეს ბევრი რამე. სსიპ „სახელმწიფო ქონების სააგენტოს“ ხვალ მივწერ მშენებლობის ნებართვების მოთხოვნას, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური პროექტების
გარეშე ვერ შეითანხმებს. არსებული შენობების დემონტაჟის ნებართვას კი უპრობლემოდ მივიღებთ დემონტაჟის პროექტის წარდგენისთანავე. ამ კვირაში შესაბამის პროცედურებს, ბაზრის კვლევას და ა.შ. ჩავატარებთ და ვფიქრობ აპრილში ეს საკითხები დაიძვრება.
პატივისცემით,
დათო ბიბილაშვილი