From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : ჩინეთის ფსიქიატრიული პროექტის მასალები
Received On : 12.03.2018 07:32
Attachments :

 

სოფო,

გიგზავნით ჩინეთის ფსიქიატრიულ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს: ჩინეთის ნოტას, საპასუხო ნოტას, განმარტებით ბარათსა და შეთანხმების ფურცელს.

ამასთან, დავით ბიბილაშვილისგან მიღებული ინფორმაციით, პარასკევს დაუკავშირდა თელავის მერი, რომელმაც უთხრა, რომ წინააღმდეგები არიან თელავში ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობის და გვთავაზობენ გურჯაანში აღნიშნული კლინიკის მშენებლობას. ჩინეთის მასალების მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგზავნამდე ბატონ დავითს ჰქონდა კომუნიკაცია თელავისა და სენაკის მერების მოადგილეებთან და მსგავსი პრობლემის თაობაზე თელავის მერის მოადგილის ინფორმაცია არ მოუწოდებია.  

ვინაიდან ნოტაში მოხსენიებულია თელავი, სავარაუდოდ პრობლემა იქნება ამ სახით შეთანხმების გაფორმების შემდგომ კლინიკის გურჯაანში აშენება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩინეთის მხარე კატეგორიული წინააღმდეგია ნოტაში ცვლილებების შეტანის. შესაბამისად, ცალმხრივად საპასუხო ნოტაში ცვლილება ვერ განხორციელდება.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 12 მარტიდან - 3 აპრილის პერიოდში, საქართველოში იმყოფებოდა ჩინეთის ჰუნანის პროვინციის არქიტექტურული დიზაინის ინსტიტუტის შეფასების მისია სენაკსა და თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფოების სამშენებლო პროექტების შემუშავების და პროექტის მიზნობრიობის შესწავლის მიზნით. მისიამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა სამშენებლო ობიექტები სენაკსა და თელავში და მოამზადა მშენებლობის პროექტის პირველადი ვერსია ორივე საავადმყოფოსთვის. აღნიშნული სამუშაოების ხელახლა ჩატარებას რამდენად დათანხმდება ჩინეთის მხარე ქ. გურჯაანში, ესეც საეჭვოა.

პატივისცემით,

მაიკო