From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : ცვლილებები სარგოებში
Received On : 29.05.2018 07:13

მოგესალმები სოფო, 
თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებებთან დაკავშირებით გვაქვს შემდეგი სურათი: 

(მუხლი 3, მუხლი 4)

შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის წინასწარ დადგენილი წესების დაცვით თანაბარი ანაზღაურების მიღებას. (უნდა დასაბუთდეს, რომ ცვლილებები ემსახურება არათანაბარი ფუნქციების შესრულებას)

საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი. (მოცემული დებულება ატარებს ორმაგ დატვირთვას, შეიძლება იკითხებოდეს იმდაგვარად, რომ ა - საბიუჯეტო ასიგნების შემცირებაც კი არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი, ან ბ - ეს საფუძველი არ უნდა გამოიყენო, თორემ სხვა საფუძველი შესაძლებელია სათანადო დასაბუთებით)

 

მუხლი 5.

- თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილის მიხედვით.

- სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების,  მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობებისათვის თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

 

მუხლი 7. საბაზო თანამდებობრივი სარგოს დანიშნულება

1. ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობების/პოზიციების თანამდებობრივი სარგოების გამოთვლის მიზნისთვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო ნომინალურ გამოხატულებაში, რომლის ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო კონკრეტული საბიუჯეტო წლისათვის.

2. დაუშვებელია საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შემცირება საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით.

 

მუხლი 22.

1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ  დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურის (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე  ნამრავლს.

 

მუხლი 31. თანამდებობრივი სარგოს დაკავება

თანამდებობრივი სარგოს დაკავების საფუძველი შეიძლება გახდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. (საუბარია დროებით, ნაკლები თანამდებობირვი სარგოს მიცემაზე)

 

მუხლი 34.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან გამომდინარე, დაუშვებელია 2018–2020 საბიუჯეტო წლებში საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა 2018 წლის შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. 2019-2020 წლებში ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდი 2018 წელთან შედარებით შეიძლება გაიზარდოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცესში.

4. 2018 წლის განმავლობაში ამ კანონის №1 და №2 დანართების ცხრილების მიხედვით თანამდებობრივი სარგოების დადგენისას:

ა) დაუშვებელია დასაქმებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს შემცირება (ანუ იმაზე ნაკლები ვერ ექნება რამდენიც 2018 წლამდე ჰქონდა);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უფრო დაბალი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული კოეფიციენტი.

 

მუხლი 1261.

7. 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას აქვს ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების კორექტირების უფლება (საუბარია იერარქიულ რაგნებში გადანაწილებაზე). ბიურო საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია გაითვალისწინოს ბიუროს რეკომენდაციები და ამ პუნქტის საფუძველზე მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება

 


პატივისცემით,

ნათია