From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Tamar Mikaberidze <tmikaberidze@mfa.gov.ge>
Subject : ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში
Cc : Sopo Belkania
Received On : 31.05.2018 15:58

თამარ მოგესალმებით,

 

პირველ რიგში მადლობას გიხდით სამინისტროს დელეგაციის ესტონეთში ვიზიტთან დაკავშირებულით ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფისთვის.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ესტონეთში ვიზიტის პერიოდში მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეხვედრა დაიგეგმოს ესტონეთის ჯანდაცვის მინისტრთან ან შესაბამის წარმომადგენლებთან შემდეგი საკითხების განხილვის მიზნით:

1.       სამედიცინო დაწესებულებებსა და ესტონეთის ჯანდაცვის სადაზღვევო ფონდს (Estonian Health Insurance Fund) შორის სელექტიური კონტრაქტირების შესახებ გამოცდილების გაზიარება;

2.       დიაგოზთან შეჭიდული ჯგუფების (Diagnosis Related Groups) დანერგვისა და იმპლემენტაციის თაობაზე გამოცდილების გაზიარება.

ამას გარდა, მიზანშეწონილია, დაიგეგმოს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბატონი ამირან გამყრელიძის შეხვედრა ესტონეთის ჯანდაცვის განვითარების ნაციონალური ინსტიტუტის (National Institutie for Health Development) ხელმძღვანელთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილის მიზნით.

 

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, გვიანი შეტყობინების გათვალისწინებით, 12 ან 15 ივნისს შეძლებისდაგვარად უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული შეხვედრების ორგანიზება.

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

 

პატივისცემით,

 

 

Maia Nikoleishvili MPA

 

Chief Specialist of International Relations Division

HR Management and International Relations Department

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia

Tel.: +995 32 2510034 (0803)

Cell phone: +995 577272713

E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge