From : Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : ჯიემპი სია
Cc : sopho jarmelishvili <sjarmelishvili@moh.gov.ge>
Received On : 28.05.2018 10:29

 სოფო, მოგესალმები,


 
დღეს, წესით, მარიანთან უნდა გადავაგზავნოთ საბოლოო სია. 
 
ორი ახალი GMP-ინსპექტორობის კანდიდატი გამოგვიგზავნის დღის ბოლომდე საბანკო რეკვიზიტების შევსებულ ფორმას (ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს). 
 

როგორც კი ჯანმო-ს დავუდასტურებთ, რომ სია საბოლოოა, ცვლილებას ვეღარ შევიტანთ, ამიტომ თხოვნა მაქვს. 

 

მოცემულობა ასეთია:

ფარმაკონში თოერიული მოდული  (1) გათვლილია 20 მონაწილეზე.

ჯანმო-მ მარეგულირებელ ორგანოს გამოუყო კვოტა - 12 ადგილი (აფინანსებს ჯანმ-ო), ხოლო კერძო სექტორს - 8 ადგილი (თავად აფინანსებენ).

მარეგულირებლის 12 ადგილიდან 4 იყო განკუთვნილი ფარმდეპარტამენტის რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომლებისათვის, ხოლო 8 - მომავალი GMP/GDP ინსპექტორებისათვის.
საბოლოოდ შერჩეულ იქნა  5 კანდიდატი რვის ნაცვლად და 4 თანამშრომელი  - რეგისტრაციის და ინსპექტირების სამმართველოდან (9 ადგილი შეივსო).  მარეგულირებელს კვოტიდან დარჩა 3 ადგილი.
 
ამ 3 ადგილის ბედი გადასაწყვეტია. 
მგონია, რომ უნდა დავაყენოთ კომისიის წევრების წინაშე კვოტის სრულად შევსების მიზანშეწონილობის საკითხი (შეგვიძლია  ელ-ფოსტით, შეკრების გარეშე) ფარმდეპარტამენტის თანამშრომლების დამატების გზით  - ვინაიდან ეს მოდულის საერთო ფასზე არ აისახება, ხოლო ტრენინგ მოდული რელევანტურია რეგისტრაციის და ინსპექტირების ყველა თანამშრომლისათვის - ამიტომ, რაც მეტი დატრენინგებული  კადრი გვეყოლება იგივე ფასად,  უკეთესია. 
 

მაგრამ, სანამ ამ საკითხს დავაცირკულირებთ, საჭიროა წინასწარ დაგვიდასტურონ ჯანმო-ში, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან (წესით არ უნდა იყვნენ - 12 ადამიანი ისედაც იყო), რომ 12-დე შევავსოთ "არაჯიემპი" თანამშრომლებით (უფრო სწორედ 11-მდე, მე-12 კანდიდატი არ გვყავს). გთხოვ, ამ საკითხთან დაკავშირებით, მიწერო მარიანს, რომ საბოლოო სიის მიწოდება მალე შევძლოთ.

 
 

საუკეთესო სურვილებით,

თეა