From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko
Subject : ჰეპატიტის შეხვედრის მასალები
Cc : Sopo Belkania
Received On : 05.03.2018 15:19
Attachments :

ბატონო დავით,

 

შეთანხმებისამებრ გიგზავნით C ჰეპატიტის ელიმინაციის მე-5 ეროვნულ სამუშაო შეხვედრის მასალების ელექტრონულ ვერსიებს.  შეხვედრა  ტარდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და  აშშ- დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრების  (CDC) ორგანიზებით.

C ჰეპატიტის ელიმინაციის მე-5 ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 7 და 9 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (მის.: . თბილისი, ასათიანის . N9).

მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

წერილს თან ახლავს:

1.      შეხვედრის დღის წესრიგი ორივე ენაზე;

2.      6 მარტის ეპიდზედამხედველობის შეხვედრის დღის წესრიგი;

3.      12 მარტის საინფორმაციო სისტემების შეხვედრის დღის წესრიგი;

4.      თქვენი გამოსვლის პროექტი.

 

ფაილების ზომის გამო ც ჰეპატიტის განახლებულ პროფაილებს ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოგიგზავნით პირადი მეილიდან.

 

სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით 7 მარტს 19.30-ზე სტუმრებისთვის გაიმართება მიღება.

პეტრიაშვილის . N1 , რესტორანი ,,ღვინის ქარხანა N1“.

 

პატივისცემით

 

ამირანი