From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David Sergeenko; Maia Lagvilava; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Mikheil Dundua; Mariam Darakhvelidze; Sopo Belkania; Maia Tabagari; atalakvadze@moh.gov.ge; gtvalavadze@moh.gov.ge
Subject : ჰიპერტენზია - კონფერენცია
Received On : 08.05.2018 14:46
Attachments :

 

 

ბატონო  დავით,

 

კოლეგებო,

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით პატივი გვაქვს მოგიწვიოთ არტერიული ჰიპერტენზიის თვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი, რომელიც ტარდება ა.წ. 10 მაისს, ხუთშაბათს, დღის 2 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის დიდ საკონფერენციო დარბაზში (მ. ასათიანის ქუჩა 9).

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები არტერიული ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის, კლინიკური მიმდინარეობის, მართვის ხარვეზებისა და შესაძლებლობების, მონიტორინგის აუცილებლობის, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და მისი ზრდის შესაძლებლობებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

პატივისცემით,

 

ამირან გამყრელიძე