| From : | Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Tabagari; Nino Mamaladze; Nini Talakhadze |
| Subject : | 1 მაისის კონფერენციის თაობაზე. |
| Cc : | Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 23.04.2018 14:12 |
| Attachments : |
კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით მიმდინარე წლის 1 მაისს 12:00 საათზე სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ თბილისში’’ ტარდება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება - თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლის დღეს.
აღნიშნული პრესკონფერენციის სლოგანია: ,,გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან 1 მაისიდან’’.
პრესკონფერენციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები; თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გიგზავნით სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ დღის წესრიგსა და პრესრელიზს, შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
გთხოვთ, დამიდასტუროთ აღნიშნული ინფორმაციის მიღება.
პატივისცემით,
თამარ ბერიძე
ადამიანური რესურსების მართვისა და
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
მობ: 555 37 37 47