სოფო მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 25,26,27 აპრილს გეგმავს გასაუბრებებს იმ აპლიკანტებთან, რომლებმაც გადალახეს 1+4 სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპი.
საკონკურსო კომისიაში მუდმივმოქმედ წევრებად მონაწილეობენ: სახელმწიფო მინისტრის აპარატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები. კომისიაზე ვიწვევთ იმ უწყების წარმომადგენელს, სადაც სურს სტაჟირების გავლა კონკრეტულ აპლიკანტს.
ჯანდაცვის სამინისტროში (ასევე დაქვემდებარებულ სსიპ-ებში) სტაჟირების გავლის მსურველების მოწვევას ვგეგმავთ 26 აპრილს.
მაინტერესებს რამდენად ხელსაყრელი დროა თქვენთვის და ვინ დაესწრება გასაუბრების პროცესს ?
დიდი მადლობა წინასწარ,
პატივისცემით,
ელისო